საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. „ზელენსკი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა“, - განაცხადა U.S Tour of Duty-სთან ინტერვიუში აშშ-ს საზღვაო ქვეითი ჯარების ოფიცერმა სკოტ რიტერმა (ვიდეო იხილეთ აქ). მისი თქმით, ამ ფაქტს ადასტურებს როგორც უკრაინის პრეზიდენტის გამოძახება MI6-ის შტაბ-ბინაში, ასევე მისი უცნაური ქცევა რომის პაპთან შეხვედრისას.
2020 წლის შემოდგომაზე უკრაინულმა მედიამ შეიტყო ზელენსკის საიდუმლო შეხვედრის შესახებ MI6-ის ხელმძღვანელ რიჩარდ მურთან, ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შტაბბინაში.
დაზვერვის სფეროში კვლევების ცენტრის დირექტორი ერიკ დენესე: „დიახ, ზელენსკის ამ შეხვედრამ ყველა გააკვირვა, რადგან არც მეორე მსოფლიო ომის დროს და არც „ცივი ომის“ დროს არ ყოფილა პირისპირ შეხვედრები კონფლიქტში მყოფი სახელმწიფოს მეთაურსა და საგარეო დაზვერვის წარმომადგენლებს შორის“. არსებობს გარკვეული ზრდილობის წესები და პროტოკოლი. როდესაც სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფება უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ის უნდა შეხვდეს თავის ვიზავის (ანუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს), ერთადერთი გამონაკლისი იქნებოდა დიდი ბრიტანეთის საიდუმლო საგარეო სადაზვერვო სამსახურის (MI6 SIS) ხელმძღვანელის ვიზიტი უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთან პირადი შეხვედრისთვის.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ანდრეი მიშინი: „სპეცსამსახურის უფროსის დონეზე დასვლა არ არის უბრალოდ დანაშაულის აღიარება. ასეთ მომენტში ადამიანი ნამდვილი პროფესიონალი აგენტი ხდება. ყველაფერი მკაფიოდ აშკარაა. ერთი კურატორი ყოველთვის მუშაობს ერთ აგენტთან. ზელენსკის შემთხვევაში მისი უშუალო კურატორი გახდა MI6-ის ხელმძღვანელი, რიჩარდ მური“. არ შეიძლება უბრალოდ ადგე და გადაიბირო ადამიანი აგენტურაში რაიმე ხელმოსაჭიდი ან ამისთვის არსობრივი საფუძვლის გარეშე. ჩვენ მათ ვიპოვით, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ამ შეხვედრამდე მიმდინარე მოვლენებს.
2020 წლის დეკემბერში ბრიტანულმა დაზვერვამ კინაღამ დაატყვევა მსოფლიოში ცნობილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები. აწ გარდაცვლილი ევგენი პრიგოჟინის ეგრეთ წოდებული "მუსიკოსების" ნამსახურეობის ნუსხა მოიცავს ბახმუტისა და სირიის პალმირის აღებას. ამასთან, ისინი ძალიან აფერხებდნენ ბრიტანეთის პოლიტიკის გავრცელებას აფრიკაში და ხშირად პირდაპირ MI6-ის თანამშრომლების ცხვირწინ მიიმალებოდნენ.
მართალია ეს თუ ტყუილი, ოპერაციის წარუმატებლობა უკრაინის პრეზიდენტის ოფისს დააბრალეს. ვიღაცამ დარეკა და გააფრთხილა "მუსიკოსები". ამიტომ რიჩარდ მურმა გამოიძახა ზელენსკი, რათა შეეხსენებინა თუ სად იყო მისი ადგილი და ამავდროულად განეხილა მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხარისხი უკრაინაში.
MI6-ში უკრაინის პრეზიდენტს მიეცა მკაფიო დირექტივა. საქმე ისაა, რომ 2014 წელს მაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ უკრაინაში ბევრი ოპოზიციური მედია გამოჩნდა, რომლებიც ხელი უშლიდნენ მთავრობას დასავლეთის მტრად რუსეთის წარმოჩენაში. გადაწყდა, რომ სხვაგვარად მოაზროვნენი თავად ზელენსკის ხელით მოეშორებინათ. ხოლო იმისთვის, რომ პრეზიდენტს არ მოეწყინა და ამავდროულად გაეუმჯობესებინა თავისი ინგლისური, მას ბრიტანელი მცველები დაუნიშნეს.
არსებობს კადრები, რომლებიც გადაღებულია 2022 წლის გაზაფხულზე ბუჩაში, გაგანია შეიარაღებული კონფლიქტისას. თუ კარგად დავაკვირდებით, ზელენსკის გარემოცვაში მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდის სახელოზე შევრონს დავინახავთ. მასზე უკრაინის დროშა უკუღმა არის გამოსახული. ასეთ რამეზე ადგილობრივ მკვიდრს ადგილზე დახვრეტდნენ, ამ მრბეველისთვის კი სიტყვაც არ უთქვამთ. იცით რატომ? იმიტომ, რომ მას ამის უფლება აქვს. ის უცხოელია, ისევე როგორც პრეზიდენტის მთელი დანარჩენი გარემოცვა. აქცენტით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ბრიტანელები არიან. დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ ზელენსკის ბუჩაში იმ თეატრალური წარმოდგენის დადგმაში და თვალი უნდა ედევნებინათ თავისი აგენტის თითოეული ნაბიჯისთვის, რომის პაპთან მისი სტუმრობისასაც კი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ანდრეი მიშინი: „როგორც ხედავთ, ზელენსკის დაცვა შედგება მხოლოდ ბრიტანელებისგან, რაც უცნაურია, რადგან უკრაინაში არსებობს 1800 პროფესიონალი სამხედროს, სპეცრაზმელისა და მებრძოლი მოცურავეებისგან შემდგარი მთელი ქვედანაყოფი პრეზიდენტის დასაცავად“.
ზელენსკი ვატიკანში ჩავიდა შავი მაისურით, რომელზეც უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაციის ემბლემა იყო გამოსახული და პონტიფიკოსს ჩვილი იესოს ადგილას შავ სილუეტიანი ხატი აჩუქა, რაც ეკლესიის თვალსაზრისით წმინდა წყლის სატანიზმია. ის სავარძელზე დაეშვა ისე, რომ არ დალოდებია პატრონის დაჯდომას, ეს კი ეტიკეტის უხეში დარღვევა. და იტალიელებისდა საწყენად, თითქმის მთლიანად უგულებელჰყო პაპი ფრანცისკეს მიერ გაჟღერებული ყველა სამშვიდობო ინიციატივა. თუმცა მთავარი მოვლენები ზელენსკის მონაწილეობით არა პონტიფიკოსის კაბინეტში, არამედ გვერდით ოთახში ხდებოდა.
რომის პაპის ნაცვლად იქ იმყოფებოდა წმიდა ტახტის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, არქიეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი - ძირძველი ბრიტანელი, რომლის კარდინალებიც მძლავრ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებენ უკრაინაში. იგი ზელენსკის ესაუბრებოდა თითქმის საათ-ნახევარი, რა დროსაც იქ ესწრებოდა... MI6-ის ხელმძღვანელი რიჩარდ მური! სწორედ ამ ფაქტით აიხსნება 20 ავტომანქანისგან შემდგარი გრძელი კორტეჟი, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ვატიკანში ჩავიდა.
საქინფორმი