საზოგადოება
როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წარდგენილმა სამივე კანდიდატმა აფხაზურ ენაში გამოცდა ჩააბარა.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა, პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზი ლინგვისტებისგან შემდგარ შვიდწევრიან კომისიასთან გაიარეს გასაუბრება.
ალექსანდრე ანქვაბს 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც სურდა კენჭისყრა, თუმცა კანდიდატად არ იქნა დარეგისტრირებული მას შემდეგ, რაც აფხაზურ ენაში გამოცდის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. კიდევ ერთი მიზეზი ის გახდა, რომ მან ვერ დააკმაყოფილა კანდიდატებისთვის დაწესებული ბინადრობის ცენზი. შემდეგ მან იმ არჩევნებში სერგეი ბაგაფშს დაუჭირა მხარი.
საქინფორმი