უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - შეთანხმება უფრო იოლია მათთან, ვისაც ცხვირი კოკაინში აქვთ

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ის უნდა ეფუძნებოდეს რეალობას და არა ფსიქოტროპული წამლების გამოყენების შემდეგ გაჩენილ სურვილებს.

„მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის? დიახ, მაგრამ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის არა ფსიქოტროპული წამლების მოხმარების შემდეგ გაჩენილი სურვილების საფუძველზე, არამედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, შეთანხმება უფრო იოლია მათთან, ვისაც ცხვირი კოკაინში აქვთ.

„უფრო ჭკვიანებმა დაიწყეს ფიქრი, რომ საჭიროა რუსეთთან სტრატეგიის შეცვლა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეები მოლაპარაკებების პროცესის განახლების, ამ კონფლიქტის დასრულების გზების მოძებნის. სხვათა შორის, საშიში ხალხია, ცხვირი კოკაინში? მაგრამ არა უშავს, ასეთებთან უფრო მარტივია, ჭკვიანებთან კი უფრო რთულია. ისინი საშიშები არიან, რადგან საზოგადოებრივ აზრზე ახდენენ გავლენას, მათ შორის, ჩვენი საზოგადოებისაც“, – აცხადებს პუტინი.

1tv.ge