პოლიტიკა
მარია ზახაროვა: სხვა არაფერი შეგვიძლია, ვიდრე შეშფოთებულები ვიყოთ სომხეთის ხელმძღვანელობის ულტიმატუმებითა და შეურაცხმყოფელი რიტორიკით

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. რუსეთი შეშფოთებულია სომხეთის ხელმძღვანელობის მხრიდან შეურაცხმყოფელი რიტორიკისა და ულტიმატუმების გამო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

სხვა არაფერი შეგვიძლია, ვიდრე შეშფოთებულები ვიყოთ სომხეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ულტიმატუმებითა და ხანდახან შეურაცხმყოფელი რიტორიკით. დამაბნეველია სომხური ელიტის ნაწილის მუდმივი სურვილი, განიხილოს თავი ОДКБ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ორგანიზაციის ფარგლებს მიღმა”, - განაცხადა ზახაროვამ.

მან ურჩია სომხეთს ОДКБ-ში მისი წევრობის მომავალი ორგანიზაციის ფარგლებში განიხილოს და რუსეთთან კომუნიკაციის ორმხრივი არხები გამოიყენოს ყველაფერზე, რაც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება.

ცნობისთვის, 12 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი ОДКБ-ს დატოვებს თუ ორგანიზაცია დამაკმაყოფილებლად არ ჩამოაყალიბებს სომხეთის უსაფრთხოების დაცვისადმი თავის ერთგულებას.