უცხოეთი
Reuters - აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გადაცემული პირველი სამხედრო პაკეტი იქნება, იმის ფონზე, რომ „რესპუბლიკელები” აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის განკუთვნილ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე გატანას ბლოკავენ.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, პაკეტის გადაცემის შესახებ არაუგვიანეს სამშაბათს გამოცხადდება.

interpressnews.ge