უცხოეთი
მოსამართლე ტომაკო აკანე, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმძღვანელად დაინიშნა

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. მოსამართლე, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

იაპონელი ტომაკო აკანე ამ თანამდებობაზე 2027 წლამდე აირჩიეს.

აკანე იყო ერთ-ერთი იმ სამი მოსამართლიდან, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის პრეზიდენტის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაკავების ორდერები გასცეს.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერი სასამართლომ 2023 წლის მარტში გასცა. ტომოკო აკანემ ამ თანამდებობაზე პოლონელი მოსამართლე პიოტრ ჰოფმანსკი შეცვალა.

1tv.ge