უცხოეთი
მარია ზახაროვა - რომის პაპი მიმართავს დასავლეთს, უარი თქვას ამბიციებზე და აღიაროს შეცდომა

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რომის პაპი ფრანცისკე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს არა კიევს, არამედ დასავლეთს.

„მე ამას ასე ვხედავ: რომის პაპი დასავლეთს სთხოვს, უარი თქვას ამბიციებზე და აღიაროს შეცდომა“, - განუცხადა ზახაროვამ იტალიურ საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს.

მისი მტკიცებით, დასავლეთი უკრაინას რუსეთის დასუსტებისთვის თავისი ამბიციების ინსტრუმენტად იყენებს.

„ჩვენ არასოდეს დაგვიბლოკავს მოლაპარაკებები“, - განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ უკრაინაში სიტუაცია „ჩიხშია“.

შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინამ თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულების მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

interpressnews.ge