რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სოსელო, „სულელო“ და შევარდნაძის ორი შეცდომა

   ყველაფერი, რაც მსოფლიოში ბოლო ასი წლის განმავლობაში ხდება, ორი ქართველისსტალინისა და შევარდნაძის დამსახურებაა, ანუ ედუარდ ამბროსოვიჩის ქმედებათა შედეგი იოსებ ბესარიონოვიჩის პოლიტიკური მემკვიდრეობის მოსასპობად“,განაცხადასაქინფორმისმთავარმა რედაქტორმა, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფთორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა მოსკოვის მიერ ბუნდესვერის მაღალჩინოსნების გასაჯაროებული სკანდალური საუბრის კომენტირებისას.

ბატონო არნო, როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ გერმანელი სამხედროები განიხილავენ ყირიმის ხიდზე იერიშის გეგმას და აპირებენ დახმარებისთვის დიდ ბრიტანეთს მიმართონ? არის თუ არა ეს ფაშიზმის რეანიმაციის ერთგვარი მცდელობა?

— თუ ნებას მომცემთ, ცოტა შორიდან დავიწყებ: ერთხელ ჩემს ახლო მეგობრებთან — რომელთაგანაც ერთი იყო საქართველოს გენპროკურორი პრეზიდენტ გამსახურდიას დროს, ხოლო მეორე — ასევე გენპროკურორი პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდში, ვმსჯელობდით, თუ რა შეფასებას მისცემს ისტორია ედუარდ ამბროსის ძის ფიგურას. მოგეხსენებათ, ეს იყო საუცხოოდ ინფორმირებულ ადამიანთა საუბარი, რომელთაგან თითოეული „ბაბუს“ პირადად იცნობდა, ამიტომ ფაქტები და კომენტარები, რომლებიც საეჭვოა, ოდესმე საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოვიდეს, ერთიმეორის მიყოლებით ცვიოდა.

მახსოვს, როგორ მოიყვანა გამსახურდიას დროინდელმა გენპროკურორმა ძლიერი არგუმენტი შევარდნაძის სასარგებლოდ. (ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ დღეს ამ სისტემაში არ ვიცნობ ასეთ ანკარა და საყოველთაო პატივისცემით მოცულ ადამიანებს, სამაგიეროდ, ვამჩნევთ ზოგიერთი პროკურორისა და მოსამართლის ანგაჟირებულობას. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ, მთავრობასა და იუსტიციის სამინისტროში საკადრო განახლების გარდა, აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება პროკურატურას და სასამართლო სისტემას, სადაც სამში ერთი ნაცია!)

„შევარდნაძეს შეეძლო, გაეცა მაღალი რანგის პარტიული და საბჭოთა მუშაკის, პროკურორისა ან მსხვილი მეურნის, ერთი სიტყვით, ნებისმიერის დაკავების განკარგულება, მაგრამ ჟურნალისტი, თუნდაც რიგითი, ხელშეუხებელი იყო!“ — თქვა ჩემმა აწ განსვენებულმა მეგობარმა და აბსოლუტურად მართალიც იყო. დავამატებ, რომ მაშინ, როგორც „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე, შევარდნაძეს არაერთხელ ვწვევივარ სახლში, მაგრამ გაზეთში როდი ასახულა კრწანისის ველზე შემდგარი თუნდაც ეს შეხვედრა, როდესაც ამბროსოვიჩმა მითხრა: „დემოკრატია არის, როცა „ასავალ-დასავალის“ ერთ გვერდზე მაქებენ, მეორეზე კი მლანძღავენ“. და მართლაც, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2007 წლის 10 აგვისტოს, ღამით, „ასავალ-დასავალის“ რედაქცია, ჟურნალისტებთან და კომპიუტერებთან ერთად გამომცემლობა „სამშობლოდან“ გადმოყარა (დღეს იქ „რუმს ოტელია“ და, დაე, იცოდნენ ამ სასტუმროს სტუმრებმა, რომ მათი ნომრები ოდესღაც ჩვენი რედაქციები იყო!), ისევ და ისევ ედუარდ ამბროსის ძემ შემოგვთავაზა, რედაქცია მასთან, კრწანისის რეზიდენციაში გადაგვეტანა, რაზეც თავაზიანი უარი ვუთხარით. სამაგიეროდ, ხანდაზმულმა თაღლითმა და ყაჩაღ-ბანკირმა ხაზარაძემ არ ითაკილა, სასამართლოს ხელით 5000 ლარი წაერთმია „ასავალ-დასავალისათვის“, რომელმაც იგი არაერთ დანაშაულში ამხილა. როგორც ჩანს, სულმა წასძლია „თიბისი-ბანკის“ უსტაბშს და სულწაძლეულმა პარტია „სულელო“ შექმნა, რომელიც საარჩევნო რბოლაში უნდა შეაჭენოს!

გავა დრო და მერაბ კოსტავასათვის ხელის მომქნევ ხაზარაძეს იმითაც გაიხსენებენ, რომ მან გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებს სასამართლოში უჩივლა, ცხადია, ჟურნალისტური მოღვაწეობით მიღებული ფულის დასათრევად, თორემ თავისი მოღვაწეობის გარიჟრაჟზე ლენინგრადში გაყიდული ვადაგასული ლუდის შემოსავალი მან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანებში შეირგო.

ისე კი, ვინც უსამართლოდ შეგვეხო, სააკაშვილი იყო თუ ხაზარაძე, ყველამ ცუდად დაამთავრა — სულ მცირე, განსასჯელის სკამზე მოხვდა! ამიტომ ვფიქრობ, დემოკრატი შევარდნაძის სული არ გამინაწყენდება იმისათვის, რასაც ახლა ვიტყვი:

აგერ უკვე მეორე საუკუნეა, მთელი მსოფლიო ტრიალებს ორი ქართველის — სტალინისა და შევარდნაძის პოლიტიკური მემკვიდრეობის გარშემო. მე-20 საუკუნეში სტალინმა დაამარცხა ნაციზმი, მისი აღორძინების თავიდან ასაცილებლად გერმანია აღმოსავლეთად და დასავლეთად დაყო და შექმნა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია, რის საპასუხოდაც ყოფილმა მოკავშირეებმა ნატოს სამხედრო ბლოკი ააყეფეს.

მაგრამ შევარდნაძემ, რომელიც ოსტატურად აბალანსებდა საბჭოეთისა და დასავლეთის ინტერესებს, გააერთიანა გერმანია, რის სანაცვლოდაც შევარდნაძის მეგობრებმა - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა და ფრგ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანს-დიტრიხ გემშერმა - დაჰპირდნენ, „ნატო აღმოსავლეთით არცერთი დიუმით არ გაეფართოებინა“. თუმცა, სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძეს რატომღაც დაავიწყდა, ეს დაპირება ქაღალდზე დაეფიქსირებინა ხელშეკრულების, მემორანდუმის, შეთანხმების, მანიფესტის ან ქარტიის სახით, რათა დღეს გაერთიანებულ გერმანიაში ნაციზმი აღარ აღორძინებულიყო! მეტიც, შევარდნაძემ ხელი შეუწყო ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას ისე, რომ სანაცვლოდ არ მოითხოვა ნატოს დაშლა, რის შედეგადაც ევროატლანტიკურმა სამხედრო ალიანსმა დღეს უკრაინას, საქართველოსა და სომხეთს მიაღწია. თუმცაღა, ბედი სასტიკად გაეხუმრა შევარდნაძეს — სიცოცხლის ბოლოს ის მტკიცე სტალინისტად იქცა, მაგრამ უკვე გვიანი იყო — სამყარო ერთპოლარული გახდა!

რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ გუშინ გერმანელები ჰიტლერისა და მათი ნაცისტური წარსულის შეხსენებას ყველაზე დიდ შეურაცხყოფად აღიქვამდნენ, დღეს კი ფაშიზმის დიადი დამარცხებისთვის რევანშის აღება სურთ?

— არ ვიცი, როგორ აღმოჩნდებიან ხოლმე ქართველები ყოველ ჯერზე მსოფლიო მოვლენათა ცენტრში და ცვლიან ისტორიის მსვლელობას. ასე მოხდა, როდესაც სემინარიელი სოსელო ლენინის განზე გაწევით ჯერ — დიდი ოქტომბრის რევოლუციის ავანგარდში, შემდეგ კი სსრკ-ის სათავეში მოხვდა; ასე გაანადგურა სტალინმა მთელი ევროპის მპყრობელი ჰიტლერი და მსოფლიოს ბედი შეცვალა! სასწაულებრივი იყო შევარდნაძის აღზევებაც საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრად, შემდეგ კი — სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად. უფრო მეტიც, იგი აუცილებლად გახდებოდა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტიც, თავადვე რომ არ გაენადგურებინა ეს ქვეყანა!

აქვე მინდა, გავაფრთხილო „სულელოს“ და მსგავს პარტიებში თავმოყრილი ძალად პოლიტიკოსები: გერმანელი ოფიცრების საუბრის აუდიოჩანაწერი დიდი წარმატებაა რუსეთის საგარეო დაზვერვისთვის, რომლის რეზიდენტიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო. სწორედ ამიტომ გაასაჯაროვეს დღეს ეს მრავლისმთქმელი ჩანაწერი, თუმცა, რუსეთის საგარეო დაზღვერვას დასავლეთის მაკომპრომეტირებული უამრავი მასალა გააჩნია. იგივე ეხება უახლეს რუსულ იარაღს, რომელიც პუტინმა რამდენიმე წლის წინათ წარმოადგინა და დასავლეთმა სათამაშოდ მონათლა. აბა, როგორ მოგწონთ ეს სათამაშო დღევანდელ უკრაინაში?! ჭკუასუსტ ოპოზიციონერებს არ ესმით, რაკი რუსები ახალი იარაღის ან კომპრომატის დემონსტრირებას ახდენენ, ესე იგი კიდევ უფრო ძლიერი და დამზაფრავი არსენალი გააჩნიათ. ასე რომ, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ მეორეფრონტმიდრეკილი და მოცისფერადო თაღლითები თუნდაც პარტია „სულელოდან“ მართლაც გაძვრებიან ხელისუფლებაში და კოალიციურ მთავრობას შექმნიან!

 ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ ბუნდესვერის ოფიცრების საუბრის ჩანაწერმა დაადასტურა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გაერთიანებული ძალების გენშტაბი ლონდონში მდებარეობს, რადგან გერმანელები აპირებდნენ, მათთვის დახმარებისთვის მიემართათ. ასევე დასძინეთ, რომ დიდ ბრიტანეთს სურს, საქართველო დაუპირისპიროს რუსეთს, სომხეთიაზერბაიჯანს, აზერბაიჯანირუსეთს, რათა დაეუფლოს კავკასიას და გავიდეს კასპიის ზღვაზე.

— „დაყავი და იბატონე“ ანგლოსაქსების ცნობილი ტაქტიკაა. გაიხსენეთ ტრუმენის სიტყვები საბჭოთა კავშირზე ჰიტლერის თავდასხმის შემდეგ: „თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გერმანია იგებს ომს, უნდა დავეხმაროთ რუსეთს, თუ რუსეთი იგებს, უნდა დავეხმაროთ გერმანიას. დაე, გაჟლიტონ ერთმანეთი...“. რაც შეეხება კასპიის ზღვაზე გასვლას, თუ გავითვალისწინებთ „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ყოფნას აზერბიაჯანში, მაშინ დიდი ბრიტანეთი იქ დიდი ხნის დაბანაკებულია.

ნახეთ — ანგლოსაქსებმა ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადი“, რომელიც „გაზპრომსა“ და ევროპელ პარტნიორებს 17 მილიარდი ევრო დაუჯდათ და ვითომც არაფერი მომხდარა — არავინ დასჯილა, დამნაშავე არ დასახელებულა, ეკოლოგიისთვის მიყენებული ზარალი არც კი ახსოვთ! არადა, მათი მილსადენი, მაგალითად, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ რომ აეფეთქებინათ?! მაგრამ სომხეთს, 2020 წლის სექტემბერ-ნოემბერში ე.წ. „44-დღიანი ომის“ დროს, ამ მილსადენისკენ არცერთი რაკეტა არ გაუსროლია, რადგან მაშინ სომხეთის პრეზიდენტი იყო სომხეთის ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში არმენ სარქისიანი — „ბრიტიშ პეტროლიუმის“ კონსულტანტი და პრინც ჩარლზის მეგობარი, ხოლო სომხეთის პრემიერ-მინისტრი — MI6-ის აგენტი ნიკოლ ფაშინიანი, აგენტურული ფსევდონიმით „რედაქტორი“!

გამოდის, რომ ყველა ერთნიკური და პოლიტიკური დაპირისპირება ქრება, როცა საქმე დიდ ფულს ეხება!

— ცხადია, და აქ მეორე მაგალითსაც მოგიყვანთ: ყირიმის ხიდი ააფეთქეს, მაგრამ შედეგი იგივეა — ისევ არავინ დასჯილა, მეტიც, აფეთქებას კვლავაც უპირებენ! მაგრამ დასავლეთი ქართულ ოპოზიციასა და ტელეკომპანიებთან უნისონში აცხადებს, რომ ეს „რუსული პროპაგანდაა“, თუმცა, ბუნდესვერის ოფიცრების აუდიოჩანაწერის ავთენტურობა გერმანიამ დაადასტურა!

მიაქიცეთ ყურადღება — ინგლისში იდუმალ ვითარებაში დაიღუპა ბადრი პატარკაცშვილი. ის მოკლეს, რადგან თავის მეგობართან, ბორის ბერეზოვსკისთან ერთად, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება და საქართველოსთვის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება მშვიდობიანი გზით — ფულით და არა ომით სურდა! მაგრამ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა არ შედიოდა ანგლოსაქსების გეგმებში და ის თავიდან მოიშორეს, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ლონდონში, საკუთარი სახლის აბაზანაში. მკვდარი ბერეზოვსკი იპოვეს... ეს მკვლელობები ისევე, როგორც ანგლოსაქსების ყველა დანაშაული, ჩაიფარცხა, დამნაშავეები დღემდე უცნობია და არავინ დასჯილა!

ქართული ოპოზიცია და ქართული მედია ამ ყველაფერს ვერ ხედავენ და „რუსულ პროპაგანდას“ უწოდებენ მაშინაც კი, როცა უკრიანელ ნაცისტბანდერელთა მრავალათასიანი ბრბო სვასტიკებიანი დროშებით კიევის ქუჩებში ჩირაღდნებიან მსვლელობას აწყობს! ეს იმიტომ, რომ ნაციზმს არა ცოდვად, არამედ რუსეთზე გამარჯვების პანაცეად მიიჩნევენ.

შედეგიც სახეზეა — სააკაშვილის ნაცები, „სულელოს“ აგენტები და სალომეა ზურაბიშვილი დღეს ბიძინა ივანიშვილს აუმხედრდნენ — საქართველსოს კონსტიტუციისა და ეროვნული ინტერესების დე ფაქტო გარანტს. ამიტომ ივანიშვილმა და კობახიძემ, მთავრობის საკადრო განახლებასთან ერთად, აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ქართულ ტელეკომპანიებს, მათ შორის „პროსამთავრობოებს“, სადაც ყოველი მეორე ნაცია, ხოლო მათ ალმა-მატერს „რუსთავი-2“ წარმოადგენს. ეს პროპაგანდისტები არ იტყობინებიან, თუ რატომ სტუმრობს სალომეა ზურაბიშვილი ლონდონს სამ თვეში ერთხელ (დაკრძალვების, დაბდღეებისა და კორონაციების გარდა) და რომ მიუნხენის კონფერენციაზე ის თურქეთში დიდი ბრიტანეთის ყოფილ ელჩს, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის MI6-ის ხელმძღვანელ რიჩარდ მურს ესაუბრა, რომელიც იქვე, მიუნხენში, ორი საათის განმავლობაში ედუდუნებოდა თავის აგენტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, რომელიც MI6-მა ჯერ კიდევ 2004 წელს გადაიბირა ბათუმში.

ქართველმა პროქტოპოლიტოლოგებმა, ანუ ვინც პოლიტიკას უკნიდან უყურებს და გაუკუღმართებულ პროგნოზებს უკანა რიცხვით აკეთებს, ვერ შეამჩნიეს, რომ მურის დანიშვნა დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელად (MI6, Secret Intelligence Service) დაემთხვა ყარაბაღის კონფლიქტის ბოლო აზვირთებას, რომელსაც „44-დღიან ომს“ უწოდებენ; რომ ფაშინიანმა 2018 წელს სომხეთში გადატრიალება განახორციელა MI6-ისა და თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის MIT-ის (Milli Istihbarat Teskilati) მხარდაჭერით, რომლის აგენტიც გახლავთ სააკაშვილის დედა, თურქოლოგი გიჟული ალასანია — ფეთულახ გიულენის გულითადი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი! ქართული ოპოზიცია, რომელიც წარსულში რუსეთში ბიზნესის გამო ბიძინა ივანიშვილს „რუს ოლიგარქს“ უწოდებს, უკვე ოცი წელია, არ განმარტავს, თუ როგორ გახდა სსრკ სუკ-ის სასაზღვრო ჯარების ეფრეიტორი სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა, მისი დედა გიჟული — კაგებესა და MIT-ის ორმაგი აგენტი ბრძანდება, ღვიძლი ბიძა კი — კაგებეს პოლკოვნიკი და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართლოს აგეტი.

როგორც ვატყობ, ზედაპირზე დევს საინტერესო ფაქტები, რომლებსაც არც კი სჭირდება ექსპერტიზის ანალიზი...

— მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერის, აწ უკვე პარლამენტარისა და უკრაინის კურატორის ბორის ჯონსონის პაპა, რომელიც სამ თვეში ერთხელ სტუმრობს კიევს ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად, იყო თურქი ჟურნალისტი, სახელად ალი ქემალი, გაზეთ „Ikdam“-ის მთავარი რედაქტორი, შემდეგ — ოსმალეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი. ნიკოლ ვოვას ძე ფაშინიანს ასევე თურქული ფესვები აქვს და ასევე ჟურნალისტია — მუშაობდა გაზეთ „ჰაიკაკან ჟამანაკის“ მთავარ რედაქტორად, შემდეგ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. სომეხმა სააკაშვილმაც სცადა ძალები ჟურნალისტიკაში, მაგრამ უტვინობის გამო ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, ხოლო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, თავისი ბიოგრაფიიდან ამ სამარცხვინო ეპიზოდის სამუდამოდ წასაშლელად გააძევა ქართული პრესა გამომცემლობა „სამშობლოდან“, სადაც ოდესღაც დამწყები ჟურნალისტის მიხეილ სააკაშვილის მაგიდა იდგა!

განა ეს ფაქტები ბევრ რამეზე არ მეტყველებს? თუნდაც ის ფაქტი, რომ 1 მარტს ანტალიაში გამართული დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მხოლოდ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქეთა მინისტრის მოადგილე ლეო დოჩერტის შეხვდა, თუმცა, იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც იმყოფებოდა? მაგრამ ეს გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც „სულელოს“ და სულელოელთა სკოლაში სწავლობდნენ და „სულელოს“ პარტიაში გაწევრიანდნენ!

   ივანიშვილმა გაუძლო დიდი ბრიტანეთის მიერ ორკესტრირებულ დასავლეთის მასიურ შემოტევას და საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი, არც ბრიტანული და თურქული დაზვერვის მეორე პროვოკაციას წამოეგო, რომლებმაც მოაწყვეს რამდენიმე ანტირუსული გამოსვლა აფხაზეთში, თითქოსდა ქართული არმიის პროვოცირებისთვის — აღედგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა „ასეთ ხელსაყრელ მომენტში“!

MI6-ის და CIA-ს მიერ საქართველოში მოქმედი HJO-ების მეშვეობით ბითუმად ნაყიდი ქართველი ტელედიქტორები საზოგადოებას უმალავენ, რომ გაერთიანებულ სამეფოს არათუ არ შესწევს უნარი, ხელი შეუწყოს საქართველოს გაერთიანებასა და სომხეთისთვის ყარაბაღის დაბრუნებას, არამედ მალე თავადაც დაიშლება ოთხ ნაწილად (ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია), თუ სასწრაფოდ არ გახსნის მეორე ფრონტს ამიერკავასიაში! დიდ ბრიტანეთში სვამენ „გაფილტრულ შარდს“, რადგან იქ სასმელი წყალი მოწამლულია ქიმიური ნარჩენებით, მაღაზიებში პროდუქტის დეფიციტია, განსაკუთრებით ცუდი ვითარებაა ჩაისთან დაკავშირებით: გეგმავენ ქალების არმიაში გაწვევას, ხოლო ბრიტანეთის სამეფო ოჯახი და თავად მეფე ჩარლზ III ჩართულნი არიან პედოფილების საიდუმლო საზოგადოებაში, რასაც ასევე მალავენ ქართული ტელეკომპანიები!

ბატონო არნო, სამწუხაროდ, არ არსებობს ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის კრის სტივენსის სტატიის — „სულელების სკოლა“ — ქართული თარგმანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ლონდონის გაზეთებში „The Telegraph და „The Times“. კრის სტივენსი საუბარობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, ჰერტფორდშირის საგრაფოში მდებარე ელიტარულ ბრიტანულ სკოლა-ინტერნატზეოლდენჰემ“, რომლის მოსწავლეც იყო და სხვა მოსწავლეებთან ერთად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. თურმე, ასობით ბავშვი გააუპატიურეს მასწავლებლებმა, „ქველმოქმედებმადა სკოლის საპატიო სტუმრებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. მე საკმაოდ კარგად ვფლობ ინგლისურს და შოკირებული ვიყავი წაკითხულით...

— ქართულ რადიკალურ ოპოზიციას, რომლის ლიდერსაც — მევახშე ხაზარაძის პარტია „სულელოს“ მთელი საქართველოს სულელების სკოლად გადაქცევა სურს, დღეს აუჯანყდა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“, რადგან პარლამენტში შეიტანა ლგბტ პროპაგანდისა და პედოფილიის ამკრძალავი კანონპროექტი! ამიტომაა, რომ ქართული ცისფერი ტელეკომპანიები და არანაკლებ ცისფერი „სამოქალაქო სექტორი“, ასე გამალებით იცავენ ლგბტ თემის თვალსაჩინო წარმომადგენლის, „მოლოტოვის კოქტეილების“ პოლიციელებისათვის „მსროლელის“ გრიგორიადისის უფლებებს! სწორედ ამიტომ, დიდმა ბრიტანეთმა, ბორის ჯონსონის ხელით, აიძულა ზელენსკი სანაგვეზე მოესროლა მინსკის შეთანხამებები და გაეგრძელებინა ომი რუსეთის წინააღმდეგ, რასაც ასობით ათასი უკრაინელი ეწირება. მიაქციეთ ყურადღება — მართლმადიდებლური რუსეთი მთავარი დაბრკოლებაა ჰომოსექსუალი გლობალისტებისათვის მსოფლიო ბატონობისკენ მიმავალ გზაზე! სწორედ ამიტომ, პრემიერ-ფაშა ფაშინიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უბრძანა, გაენადგურებინათ „ხაჩქარები“ და ქრისტიანული კულტურის სხვა ძეგლები გზების უშუალო სიახლოვეს!

მკითხველს მოვუყვან ინგლისელი ჟურნალისტის სტატიის მხოლოდ ერთ ფრაგმენტს: „გლობალისტური ელიტა პოლიტიკოსებსა და საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს პედოფილიაში ითრევს და ამით მათ აბსოლუტურად მორჩილად აქცევს: მსოფლიოს ლიდერები, ესტრადის არტისტების უმრავლესობა, წამყვანი ჟურნალისტები და მედიამენეჯერები კომპრომეტირებული არიან იმგვარად, რომ ასრულებენ პირამიდის მწვერვალზე მყოფი თავიანთი ბატონების ბრძანებებს. გლობალური სატანისტური პედოფილური სექტის ცენტრში დგას არა ამერიკისღრმა სახელმწიფო“, არამედ ბრიტანეთის სამეთო ოჯახი“, — წერს კრის სტივენსი.

— სრული სიმართლეა! ამიტომაც დუმს სომხური მედიაც, რომელსაც ანგლოSEXები მეურვეობენ, MI6-ის „რედაქტორი“ აკონტროლებს და სადაც, ქართულის მსგავსად, ბევრი ჰომოსექსუალია!

- დიდი მადლობა, ბატონო არნო, რომ ამდენი დრო დაგვითმეთ, და ბოლოში მინდა გკითხოთ იმაზე, რითაც საუბარი დაიწყეთ - და მაინც, დასკვნამდე მიხვედით მაშინ თქვენს მეგობრებთან ერთად - როგორ დარჩება ისტორიაში ბატონი ედუარდ შევარდნა - დადებით, თუ უარყოფით ფიგურად?

- ბორის ელცინი რომ გარდაიცვალა, მოსკოვში ვიყავი და, „РИА НОВОСТИ“-ს ხელმძღვანელობიდან კოლეგების თხოვნით, თბილისში, შევარდნაძეს დავურეკე. წასულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ელცინს მისი გენერლები არ დაემორჩილნენ, ჩემი გენერლები კი მე...“ - ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ამ სიტყვებით დაიწყო „შევიმ“ თავისი ცნობილი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვალებაზე, რომლის მხარდამხარაც ის ტანკზე, მოსკოვში, თეთრი სახლთან იდგა „დემოკრატიის დასაცავად“.

მე ვერ ვიქნები აწ განსვენებული „თეთრი მელას“ მსაჯული, გავიმეორებ მხოლოდ, რომ მის ორ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია გერმანიის „გაერთიანება“ და დასავლელი ლიდერების დოკუმენტურად გაუფორმებელი დაპირება, არ გაეფართოებინათ ნატო აღმოსავლეთით. ასე მარტო მე ვფიქრობ, რადგან აშშ და ევროკავშირი - საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორები - ამას შევარდნაძის ეპოქალურ მიღწევად მიიჩნევენ და ამის გამო გამოაცხადეს ის ყველა დროისა და ხალხთა უდიდეს დემოკრატად, რაც დაადასტურეს თბილისში, მის დაკრძალვაზე ჩამოსულმა შევარდნაძის ზემოხსენებულმა მეგობრებმა - ბეიკერმა და გენშერმა. და არა მარტო დასავლეთში, ჩვენშიც ყველა გერმანიის გაერთიანებას კეთილ საქმედ მიიჩნევს, თუმცა სინამდვილეში ეს იყო მხოლოდ მისი აღმოსავლეთი ნაწილის, გდრ-ის გადაცემა მისი დასავლეთი ნაწილის, გფრ-სთვის.

რაც შეეხება ნატოსა და მის გაფართოებას: ბოლო გამოსვლებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იხსენებს, თუ როგორ შესთავაზა 2000 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონს ნატოში „ბურჟუაზიული“ რუსეთის მიღება. ასე რომ, შევარდნაძემ, გორბაჩოვსა და იაკოვლევთან ერთად დაიწყო რუსეთის გარდაქმნა სოციალისტურიდან - ბურჟუაზიულზე, რის შედეგადაც რუსეთის ფედერაციამ ლამის სსრკ-ის ბედი გაიზიარა! მაგრამ დაშლის საფრთხემ მხარი არ აუარა საქართველოს, რომელსაც სათავეში მოსკოვიდან დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგა. ეს პროცესი დაასრულა და დოკუმენტურად გააფორმა მისმა მემკვიდრემ - ანგლო-საქსების ხელდასხმულმა მიხეილ სააკაშვილმა.

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილ,
გაზეთი "ასავალ-დასავალი"

2024 წლის 8 მარტი
საქართველო, თბილისი