პოლიტიკა
პარლამენტმა ოთხი კანონი დაამტკიცა, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილებოდა

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და დაამტკიცა ოთხი კანონი, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილებოდა. საკანონმდებლო პაკეტების მეორე და მესამე მოსმენა დღეს გაიმართა.

80 ხმით ერთის წინააღმდეგ მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცდა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები.

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

82 ხმით მიიღეს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა 77 დეპუტატმა. პარლამენტმა ასევე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კიდევ ორ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები.