უცხოეთი
ნიკი ჰეილიმ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დასრულება გადაწყვიტა

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ნიკი ჰეილიმ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

NBC News-ის ცნობით, სამხრეთ კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა, ნიკი ჰეილიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „სუპერ სამშაბათს“ ვერმონტის გარდა, ყველა შტატში დამარცხდა.

ნიკი ჰეილი ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

ჰეილის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხდება.

interpressnews.ge