სამართალი
გიორგი ვაშაძე: „ოცნებას“ ამნისტია უნდა მხოლოდ არჩევნებისთვის, რომ ვიღაცას ევაჭროს

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. „ოცნებას“ ამნისტია უნდა მხოლოდ არჩევნებისთვის, რომ ვიღაცას ევაჭროს, „მე შენ გამოგიშვებ, თუ ამდენ ხმას მომიტან“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „გირჩის“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, თავად აღნიშნული კანონპროექტის თანაავტორია და შესაბამისად, მხარს უჭერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, საქართველოში კრიმინალი გაზრდილია უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონის გამო, რომლის ავტორიც არის ივანიშვილის პარტია.

ოცნებას“ ამნისტია უნდა მხოლოდ არჩევნებისთვის, რომ ვიღაცას ევაჭროს, „მე შენ გამოგიშვებ თუ ამდენ ხმას მომიტან". მეტი მას არაფერი აინტერესებს. დღეს რომ გაზრდილი კრიმინალია საქართველოში და სამწუხაროდ, ახალგაზრდები მკვლელობებს ჩადიან და უზარმაზარი პრობლემებია, ეს ყველაფერი უმუშევრობის და ეკონომიკური სიდუხჭირის გამოა. უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონის გამო, რომლის ავტორიც არის ივანიშვილის პარტია, თვითონ მდიდრდებიან, ხალხი ღარიბდება და ეს მძიმე ფსიქოლოგიური ფონი იწვევს ამ გარემოს რაც არის. ამიტომ, ამნისტიასთან ერთად, ევროპული, ამერიკული ინვესტიციები დასაქმება - ეს არის გზა საქართველოს განვითარებისკენ”, - განაცხადა ვაშაძემ.