რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები კიევში შეხვდებიან

კიევში რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრა გაიმართება. როგორც მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის საინფორმაციო განყოფილება იტყობინება, პატრიარქ კირილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვედრა 26 ივლისის საღამოს შედგება.
28 ივლისს კი ისინი ერთად აღასრულებენ საღვთო ლიტურგიას რუსეთის, საქართველოს, უკარაინისა და სხვა ქვეყნების მრავალ ღვთისმსახურთან ერთად.