უცხოეთი
უკრაინამ ყირიმის სანაპიროსთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ გაანადგურა

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. უკრაინამ ყირიმის სანაპიროსთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ გაანადგურა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ და უკრაინის არმიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ერთობლივად ჩაატარეს.

რუსულ ხომალდზე თავდასხმა უკრაინული წარმოების საზღვაო უპილოტო აპარატით, „მაგურა ვი5“-ით განხორციელდა, რის შემდეგაც საპატრულო გემს სამი მხარე დაუზიანდა.

რუსულ ხომალდზე თავდასხმა ქერჩის სრუტესთან მოხდა. ჩაძირული გემის ღირებულება, დაახლოებით, 65 მილიონი დოლარია.

1tv.ge