პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდა

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ,,ერთობის პლატფორმა ევროპისათვის“ - პრეზიდენტის ინიციატივა - მიზანი და მნიშვნელობა.

ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობა და მონაწილეობის საჭიროებები.

გარდა ამისა, პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრაზე განხილულ იქნა არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობა.