პოლიტიკა
ინალ არძინბა: ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრი”, ინალ არძინბა აცხადებს.

არძინბას თქმით, ამის მიუხედავად, კითხვებს იწვევს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რატომ ამბობს საქართველო ამერიკელების მხარდაჭერით უარს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.

ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? ნუთუ საქართველოს საქართველოს ომი სურს? ან ამერიკელებს უნდათ მეორე ფრონტის გაჩაღება? ჩვენ გვესმის, ასე თუ ისე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს. იმიტომ, რომ დღეს, კანონმდებლობის მიხედვით, აგრესია აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ არის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“, - ციტირებს მედია არძინბას.

მან სოხუმსა და მინსკს შორის კონტაქტებზეც ისაუბრა და ბელარუსთან „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარების იმედი გამოთქვა.