უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - დასავლეთის ქმედებები ბირთვული კონფლიქტის საფრთხეს ქმნის

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. დასავლეთის ქმედებები და განცხადებები ბირთვული იარაღის გამოყენებით კონფლიქტის საფრთხეს ქმნის.

„დასავლეთმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს მათ ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი ნამდვილად ქმნის ბირთვული იარაღის გამოყენებით კონფლიქტისა და ცივილიზაციის განადგურების საფრთხეს. განა ისინი ამას ვერ ხვდებიან?!“ - აღნიშნა პუტინმა რუსეთის ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, თუ ნატო უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, ამას დასავლეთისთვის ტრაგიკული შედეგები მოჰყვება.

„გვახსოვს მათი ბედი, ვისაც ოდესმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კონტინგენტი გამოუგზავნია, მაგრამ ახლა შედეგები გაცილებით უფრო ტრაგიკული იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.

interpressnews.ge