პუბლიკაციები
უკრაინელ ნაცისტებს ქართველი ნაცები დაეხმარონ! - არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. „თავხედმა უკრაინელმა ნაცისტებმა - ფაშისტი პოლიცაების და ბანდერელების შთამომავლებმა - საქართველოს სამშენებლო ტექნიკა მოსთხოვეს. დიახაც, ყველა დაწესებულების ხელმძღვანელობამ, რომლის შენობაზეც უკრაინული დროშა ფრიალებს, უნდა შეაგროვონ ფული, იყიდონ ეს ტექნიკა და დაეხმარონ! ხოლო ხელისუფლების ყველა ხელმძღვანელმა, რომლის ინიციატივითაც უკრაინელი "ლტოლვილები" მივიღეთ-დავაბინავეთ და უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება და გენერატორები გავაგზავნეთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მოიტანონ სახლებიდან ამაზე დახარჯული ფული და ხაზინაში დააბრუნონ! მაგალითად, სერგეენკომ! ტექნიკა უკრაინას უყიდონ ნაც-მილიარდერებმა - ჭყონიამ, ხაზარაძემ, ნაყოფიამ, ოქრიაშვილმა, მერაბიშვილმა, ახალაიებმა, კეზერაშვილმა, კოდუებმა, ადეიშვილმა და სხვებმა! სამშენებლო ტექნიკა და, თუ უნდა, ტანკები და თვითფრინავები უყიდოს თავის სამშობლოს უკრაინის მოქალაქემ, მილიარდერმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა - მილიონერებმა გიჟული ალასანიამ და ბიძია თემურიმ, ათობით მილიონ დოლარს ლობისტებს რომ უხდიან! 2008 წელს უკრაინის მიერ მიწოდებული შეიარაღება რომ არა, რომელზეც მიშამ და კეზერამ ატკატებიც მიიღეს და ტერორისტებზეც გაყიდეს, დღეს საქართველო ერთიანი იქნებოდა! დიახ, ზუსტად უკრაინელების იარაღითა და სამხედროების დახმარების იმედით დაიწყო მიშამ აგვისტოს ავანტიურა! სააკაშვილი ერთი ცენტითაც არ დახმარებია უკრაინას, სადაც მილიონობით დოლარი იშოვა სანდრასთან ერთად ოდესის მერობის დროს გზების მშენებლობებზე და ორგანოების გაყიდვით! გაყიდოს თავისი ბინები და ვილები კიევში და კიევის გარეუბანში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა რეფორმების დარგში მიხეილ სააკაშვილმა და სამშობლოს დაეხმაროს! უკრაინაში დაქირავებული მკვლელების რიცხოვნობით ქართველები მეორე ადგილზე ვართ, კიდევ რა დახმარება უნდათ ამ სალით ტვინგაჭედილებს?!“ - წერს თავის ფეისბუკ-გვერდზე არნო ხიდირბეგიშვილი.