სამართალი
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: „მონანიების“ პერსონაჟი მეგონა თავი, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. ფილმ „მონანიების“ პერსონაჟი მეგონა თავი, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ! - ამ განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოხსენებას და მის მხრიდან პრეზიდენტის მისამართ გაკეთებულ შეფასებებს.

მსხილაძის თქმით, ეს იყო არა პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ პარტიის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა.

“მან პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა. პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა. ფილმ “მონანიების“ პერსონაჟად მეგონა თავი, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ. მიუღებელია, როცა ხელისუფლების ერთი შტო მეორე შტოს მისამართით ასეთ ბრალდებებს ისვრის“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.