რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: თინა „ტაივანჩიკი“

   ცნობილი ბანდიტი და “ნალიოტჩიკი“ მიშკა "იაპონჩიკი" და კრიმინალური ავტორიტეტი ვიაჩესლავ "იაპონჩიკი" კანონმორჩილი მოქალაქეები არიან თინა "ტაივანჩიკთან" შედარებით! საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლე თინა ხიდაშელი, რომელმაც იცის ყველა, ან თითქმის ყველა სახელმწიფო საიდუმლო, გახდა... ტაივანის ჯაშუში! ასე გადასცა „ცერეუ“-მ თავისი ფასდაკარგული აგენტი ტაივანის საიდუმლო სამსახურს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ახლა „ნარებზე“ იჯდეს და წეროს - როდის და რომელ სპეცსამსახურს მიეყიდა, როგორ აშანტაჟებდნენ, მოწამლეს და გადაიბირეს, თინა „ტაივანჩიკი“ და მისი რესპუბლიკური ქმარი დათო უსუფაშვილი, რომელმაც, თავის მხრივ, გადაიბირეს მუსტანგი“ ხაზარაძე, ემზადებიან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და ტელევიზიით „ამხელენ“ „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს, რუსეთსა და ჩინეთს!

   შეკითხვა: რა სასწაულით არსებობს კიდევ საქართველო, სადაც ორმაგი აგენტები, ჯაშუშები და სამშობლოს მოღალატეები მოქალაქეებს მორალს ტელევიზიით უკითხავენ?!