საზოგადოება
World of Statistics-ი აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის თანახმად, საქართველო ევროპაში მეოთხე ადგილზეა ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტებისთვის ღამით უსაფრთხოდ გადაადგილებაა უზრუნველყოფილი

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაცია (World of Statistics) სოციალურ ქსელ X-ზე ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატისტიკას, რომელიც ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად უსაფრთხო ქვეყნებს ეხება.

სტატისტიკის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

World of Statics-ის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო მეოთხე ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

ამასთან, როგორც Numbeo.com-ს საიტზეა აღნიშნული, მათი გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული.