რედაქტორისგან
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ჰეიდარ ოღლი ალიევს

   ღრმად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

   ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „საქინფორმი“ და ჩემი სახელით ნება მომეცით მოგილოცოთ ბრწყინვალე გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში!

   ეს არის ჩვენი მოძმე აზერბაიჯანის ტრიუმფი, ერთ-ერთისა იმ მცირერიცხოვან ქვეყანათაგან, რომელიც, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, ყვავის ისეთი ბრძენი და მამაცი ლიდერის წყალობით, როგორიც თქვენ ხართ.

   ეს არის მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის ტრიუმფი, რომელმაც წლების განმავლობაში გაიარა უსამართლობა, გაუგებრობა, ღალატი და თქვენი წყალობით მიიღდამსახურებული ჯილდო!

   ეს არის ალიევების მშვენიერი ოჯახის ტრიუმფი, რომელიც ყველასთვის ეტალონს წარმოადგენს! უპირველეს ყოვლისა, ეს არის ტრიუმფი ნათელი ხსოვნის მამათქვენის, ძვირფასჰეიდარ ალიზრ ოღლალიევის, რომელიც მუდამ ჩვენთან იქნება - როგორც მშობლიურ აზერბაიჯანთან, ასევე მოძმე საქართველოსთან, ომლისთვისაც მან ბევრ ქართველ ლიდერზე მეტი გააკეთა! მისმა მეგობარმა, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ამის თაობაზე ტყუილად როდი განაცხადა - თუ ჰეიდარ ალიევი წამოაყენებსთავის თავის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, ის აუცილებლად გაიმარჯვებსო, იმდენად უყვარს იგი ქართველ ხალხს!

   და, რაღა თქმა უნდა, ეს არის თქვენი მეუღლის, აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ღრმად პატივცემული ქალბატონი მეჰრიბან არიფ ალიევას ტრიუმფი, რომლითაც მთელი საქართველო აღფრთოვანებულია!

   ეს თქვენი პირადი ტრიუმფია, ბატონო ილჰამ, თქვენ უკვე შეხვედით ისტორიაში, როგორც 21-საუკუნის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, ბრწყინვალე დიპლომატი, პოლიტიკოსი და მეცნიერი, რომელმაც შექმნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნულად ორიენტირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის თანამედროვე მოდელი და დაიცვა ის ძლიერესმსოფლიო მოთამაშეების ექსპანსიისგან.

       ღრმად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

   ჩვენ გულწრფელად გვიხარია თქვენი გამარჯვება, რაშიც ეჭვი არ გვეპარებოდა, რადგან თქვენი უპრეცედენტო გამარჯვება არა შიშის, არამედ სახალხო სიყვარულის ლოგიკური შედეგია და ეს არის უმაღლესი ჯილდო ჭეშმარიტი სახალხო ლიდერისთვის, ოგორიც თქვენ, ღრმად პატივცემულო ბატონო ილჰამ, ბრძანდებით! პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ - ქართველ ხალხს თეთრი შურით შურს თავისაზერბაიჯანელძმებს, რადგან ჰყავთ თქვენნაირი პრეზიდენტი!

   დღეგრძელობას გისურვებთ, ბატონო ილჰამ, მრავალჟამიერ, როგორც ქართველები ამბობენ!

   ღრმა პატივისცემით,

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

თბილისი-ბაქო
12.02.2024