საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მმართველობის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს, შენონ გრინს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა USAID-ის მიერ საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. მიესალმა USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს, რომლებიც საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდასა და მედეგობის გაძლიერებაზეა მიმართული.
„შენონ გრინმა დადებითად შეაფასა USAID-ის თანამშრომლობა საქართველოსთან. მან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ცხრა ნაბიჯის განხორციელებაზე. ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები. შენონ გრინმა მზაობა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის, მათ შორის, ევროკავშირის ცხრა ნაბიჯის შესრულების მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.