რედაქტორისგან
მიხეილ სააკაშვილის „სომხური ჩიხი“ (საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის – არნო ხიდირბეგიშვილის, ინტერვიუ)

polit_redakcia– ბატონო მთავარო რედაქტორო, „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემული თქვენი ინტერვიუ „NATOხტარის სასაკლაო და Failed president of Georgia“ სენსაციად და ცხარე დავის საგნად იქცა, მისი ციტირება ათობით უცხოურმა გამოცემამ მოახდინა, რაც გასაკვირი არაა: საქართველოში თქვენ პირველმა გაბედეთ იმის თქმა, რომ „ერთადერთი, ვისაც ქართველი ხალხის, მისი ისტორიის, რელიგიისა და კულტურის გადარჩენა შეუძლია - ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინია“...

– ვიმეორებ: საქართველოს პერსპექტიული გზა – პუტინია. მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ, დაე, შერცხვეს ყველას, ვინც მოსკოვში ნაირ-ნაირ ზეიმსა და იუბილეზე მიფრინავს, სიტყვით გამოდის იქ, ურთიერთობს პუტინთან და ესმის მისი მესიჯები ქართველი ხალხისადმი – „საქართველოს გამთლიანების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია!“; „არ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც არ შეგვეძლოს!“ – შემდეგ კი სახლში ბრუნდება და ისინი უმალ „ავიწყდება“. იმიტომ, რომ „გასვრილი“ არიან; დიდძალი ფული, სოლიდური უძრავი ქონება თბილისში და ქალაქგარე აგარაკები აქვთ, ჰოდა, ამის დაკარგვის ეშინიათ!

– მხედველობაში გაქვთ ნანი ბრეგვაძის გამოსვლა ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე?

– მკითხველი ჩინებულად მიხვდა, ვინ მყავს მხედველობაში: ესენი ქართული პოლიტისტებლიშმენტისა და შემოქმედებითი ელიტის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ყველა საქართველოს „სავიზიტო ბარათად“ მიიჩნევს. დღესაც კი მოსკოვისთვის საქართველო უწინდებურად კიკაბიძეა, რომელიც უყვართ ან სძულთ, მაგრამ სხვებს ჯიქურ ვერ ხედავენ! დააკვირდით, ვისგან აიღო ინტერვიუ ბენედიქტოვმა ორი კვირის წინათ?! პატრიარქი, პრეზიდენტი, შს მინისტრი – გასაგებია, და შემდეგ?! კვლავ კიკაბიძე, შევარდნაძე, ბურჯანაძე... და ბატონი ბენედიქტოვი ამგვარად იმედოვნებს სიცარიელის ამოვსებას – დღევანდელი საქართველოს შესახებ მოუთხრობს რუსეთს, სადაც, მისივე თქმით, დღევანდელ საქართველოზე არაფერი იციან?!

– თქვენც ხომ აიღეთ ინტერვიუ ბურჯანაძისგან! და ჩვენი საიტიც, თითქოსდა, ყველასთვის ხელმისაწვდომია...

– სწორედაც რომ ყველასთვის და არა მარტო ოპოზიციისთვის. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტში, შს-სა და უშიშროების საბჭოში დიდი ხანია, ჩაბარებულია წერილები ინტერვიუს ჩაწერის თხოვნით სააკაშვილთან, ბაქრაძესთან, მერაბიშვილთან, ბოკერიასა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. რაც შეეხება ბურჯანაძეს – ჩვენი საუბარი ინტერვიუდაც რომ ჩავთვალოთ, შეადარეთ იგი ბენედიქტოვისას და მითხარით: სადაა საინტერესო და ცოცხალი დიალოგი და სად – პარტაგიტატორის „მკვდარი სოლო“?! ხალხი ამ ყველაფერს აფასებს, ადარებს. და უკვირს!

– დავუბრუნდეთ თქვენს ბოლო ინტერვიუს „ასავალ-დასავალში“: „საქართველო+რუსეთი=ერთიან საქართველოს (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად). საქართველოს რუსეთთან შეერთება გამოიწვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან გაერთიანებას“, – თქვენმა ამ ფორმულამ ნამდვილი ფურორი მოახდინა ქართველ საზოგადოებაში.

– ვადასტურებ და ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა 15 წუთშია შესაძლებელი, თუკი მაგიდის ერთ მხარეს – რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, ხოლო მეორე მხარეს ქართველი ხალხის მიერ პატიოსნად არჩეული საქართველოს პრეზიდენტი ისხდებიან! ხოლო ის ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია, მაგრამ ამას წლები სჭირდება – ან ჭკუანაკლულია, ანდა წინასწარ თავს იზღვევს, რომ სწორედ ამ წლების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტად აირჩიონ!

სხვათა შორის, სოფო, თქვენ ჩემი ინტერვიუდან მოყვანილი ფრაგმენტის ციტირება არასრულად მოახდინეთ. ის ასე გრძელდება: „განა საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ ოცნებობს ადრინდელი ძმობის აღორძინებაზე რუსეთთან, არ ენატრება უვიზო რეჟიმი, სარფიანი ვაჭრობა და, საერთოდ, რუსები? რუსულ-ქართული სტრატეგიული, კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური სივრცის აღდგენააი, ერთადერთი ხსნა საქართველოსთვის, რის შემდეგაც ჩვენკენ სტაბილურობით მოხიბლული აურაცხელი ევროპული, რუსული და, თუნდაც, ამერიკული ინვესტიცია დაიძვრება!

– და განა ისედაც ნათელი არ არის?!

– როგორც ჩანს, ბევრისთვის – არა. თქვენ, როგორც „საქინფორმის“ ჟურნალისტი, ცოცხალი მოწმე ხართ, რომ უამრავი ადამიანი – უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, სკოლის პედაგოგები, სტუდენტები და მშრომელები, რეგიონის მცხოვრებნი, საქართველოს შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები, დევნილები, პენსიონერები და დიდი სამამულო ომის ვეტერანები – პოპულარულ ქართულ ყოველკვირეულ გაზეთში წინა ორშაბათს დაბეჭდილი ჩემი ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, ჩვენს რედაქციაში რეკავდა და მოწონებას გამოთქვამდა. ეს მკითხველთა პირველი და ყველაზე დიდი კატეგორიაა.

მეორე კატეგორია გახლავთ ზოგიერთი ჩემი ნაცნობი, რომლებიც ამ ინტერვიუს შემდეგ თითქოსდა „აორთქლდნენ“: ან შეეშინდათ, რომ ჩემთან დარეკვა მათ „ნირვანას“ დაარღვევდა ხელისუფლებასთან საიდუმლო გარიგების მიზეზით, ანდა, „შავი“ შურის გამო, რომ მე გავბედე იმის თქმა, რაშიც თვითონაც დარწმუნებული არიან, მაგრამ, გარკვეულ დრომდე ამის ხმამაღლა განცხადებას ვერ ბედავენ (თუმცა, ქართული ელიტის ფარისევლობასა და ცინიზმს საზღვარი არ აქვს!).

აი მესამე კატეგორიამ კი გადაწყვიტა, რომ მე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში საქართველოს შესვლის მომხრე ვარ. სწორედ „შარიკოვების“ ამ ყველაზე „მიუხვედრელი“და აგრესიული კატეგორიისათვის, რომელსაც სიტყვის – „შეერთება“ – მნიშვნელობა არ ესმის, გავიმეორე ახლა ფრაზა „ერთიანი რუსულ-ქართული სტრატეგიული, ეკონომიკური, კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური სივრცის აღორძინების“ შესახებ, რომელიც მათ, „რატომღაც“, ვერ შენიშნეს.

დიახ, მე მინდა, რომ საქართველო და რუსეთი კვალავაც შეერთდნენ ერთიან სივრცეში, როგორც ევროპის ქვეყნები შეერთდნენ ევროკავშირში – ერთიან ეკონომიკურ (ერთიანი ვალუტითა და საბაჟო წესებით), პოლიტიკურ და სტრატეგიულ სივრცედ, ახალ შენგენის ზონად – შიდა ვიზებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე! ხოლო რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში საქართველოს შესვლა ისევე არარეალურია, როგორც, სამწუხაროდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესვლა საქართველოს შემადგენლობაში უწინდელ პირობებზე.

– რამდენად დიდია ეს მესამე კატეგორია? რამდენად ბევრია ისინი, ვინც არნო ხიდირბეგიშვილს ამ „ნოუ-ჰაუს“ გამო წყევლიდა და ხელისუფლებას მისი დაკავებისკენ, ცემისა და მოკვლისკენაც კი მოუწოდებდა?

– ქართველი, ჩემდა სასიხარულოდ, – ჯერაც ხალხის არსებობის გამო მათი რიცხვი ძალზე მცირეა: ათობით ნაციონალ-იმპოტენტი თავისუფლების ინსტიტუტიდან forum.ge-ზე და ერთი „სამხრეებიანი“ საინფორმაციო პორტალი. თვით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, საიდანაც უწინ უსაძაგლესი e-mail მომდიოდა, ამჯერად რეაგირება არ მოუხდენია.

– საიდან იცით იმპოტენტებისა და „რუსთავი 2“-ის შესახებ?!

– მარტო იმპოტენტს, რომელსაც პოტენციასთან პრობლემები აქვს, შეუძლია სიამოვნება მიიღოს, როცა საჯაროდ მრავალჯერ იმეორებს სიტყვა „ფალოსს“ და ამით სიტყვიერად ახდენს სექსის კომპენსირებას, რომელსაც რეალში ავადმყოფობის გამო მოკლებულია.

თუმცა ამ სექსოტთა ლექსიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბევრი მათგანი – პედერასტია. მე პირადად ეს საზიზღრობები არ წამიკითხავს, როგორც გახსოვთ, ამის შესახებ რედაქციაში მაცნობეს, მაგრამ მაინც გულწრფელად მეცოდებიან.

რაც შეეხება სხვადასხვა სახელით გამოგზავნილ შავრაზმულ წერილებს, ჩვენი IP-სპეციალისტები ამ ელექტრონული გზავნილების „გზას“ მიჰყვნენ და მან ერთ სერვერთან – „RUSTAVI TV“-თან მიგვიყვანა.

– თქვენს წინა ინტერვიუზე საკმაოდ ვისაუბრეთ, მოდი, ახალ მოვლენებზეც ვთქვათ. მაგალითად, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე „საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ“, რომელმაც ქართველი საზოგადოების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია...

– სამაგიეროდ, მრავალი ჩვენი პარლამენტარი-ფარისეველი ჩარტერული სპეცრეისებით ჯგუფ-ჯგუფად მიემგზავრება აღდგომის დღესასწაულზე იერუსალიმში წმიდა ცეცხლის ჩამოსატანად. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ მათ შორის არიან ღირსეული ადამიანები, რომლებიც იძულებული შეიქნენ, ხმა მიეცათ ამ კანონისთვის და დღეს ეს მძიმედ აწევთ გულზე... მათ შეიძლება გაუგო, ხოლო „თეთრ ანგელოზად“ თავისწარმომჩენი ქალბატონი კერვალიშვილისთვის ამის პატიება არ შეიძლება. დიახ, ის თეთრ სამოსშია, ხოლო ყველა, ვინც მისმა სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტმა“ გააცურა, დღემდე – ნაგავში!

სხვათა შორის, ამ კანონს, პარლამენტში მმართველი „ნაცმოძრაობის“ 118 წარმომადგენლისგან ხმა 70 პარლამენტარმა მისცა. დანარჩენ 48 დეპუტატს, როგორც ამბობენ, „უცებ“ სიცხემ აუწია და საერთოდ არ გამოცხადებულა რიგგარეშე სხდომაზე.

– ამ კანონის შესახებაც გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ბატონო მთავარო რედაქტორო...

– რა გითხრათ, რით გაგახაროთ?! – იტყოდა ილია... ყველაფერი უკვე მრავალჯერაა ნათქვამი: ქართველებს სამი საუნჯე ჰქონდათ - ენა, მამული და სარწმუნოება. ენა წაართვეს და ინგლისურით შეცვალეს, მამული წაართვეს, გაყიდეს და ნაწილ-ნაწილ გაასაჩუქრეს და ახლა რწმენასაც ართმევენ!

– და ვის უშლის ხელს ჩვენი მრწამსი?! ხელისუფლებამ ხომ ამით ზედმეტად აიტკია თავი?!

– მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებლობა, რომლის წყალობითაც ქართველები გადარჩნენ და რუსეთთან მეგობრობდნენ, აღიზიანებს ქვეყანას, რომლის ისტორიაც სულ ორ საუკუნეს ითვლის! განა შეიძლება, რომ მოსამსახურე ბატონზე ჯიშიანი იყოს?! ამიტომაც დაუჭირეს მხარი ჩვენი პარლამენტისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

– მხედველობაში გაქვთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – აშშ?

– სანამ საქართველოში არ მიხვდებიან, რომ ამერიკა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი და მოკავშირე კი არა, უბრალოდ, ბატონია, მანამდე ხსნას ვერ ვიპოვით! ჩვენ გვეშინია წარმოვთქვათ ერთადერთი სიტყვა: ბა-ტო-ნი! აშშ – ჩვენი ბატონია!!! როგორც კი წარმოვთქვამთ ამ ჯადოსნურ სიტყვას – „ბატონი“, მაშინვე ყველაფერი თავის ადგილას დადგება! „ბატონი“ – ეს ჩვენი სნეულების დიაგნოზია, ხოლო განკურნების რეცეპტი „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ჩემს ინტერვიუშია, რომლითაც, თქვენ, კოლეგავ, ჩვენი დღევანდელი საუბარი წამოიწყეთ.

– ამ კანონის მიღებას საქართველოში ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II ვიზიტს უკავშირებენ...

– დიახ, კვლავ გათამაშდა „სომხური კარტი“: ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქართველები და სომხები ერთმანეთს წაჰკიდონ, რათა, როცა ყარაბაღი იფეთქებს, ქართველთა სიმპათია აზერბაიჯანელთა მხარეზე იყოს. და თუ საქართველო კონფლიქტში აზერბაიჯანელების მხარეზე ჩაერთვება, ანდა ბაქოს ლოგისტიკურ სივრცეს დაუთმობს, ახალი კავკასიური ომი დაიწყება – თურქეთის გენშტაბის ძველი გემის მიხედვით და ვაშინგტონელ „ქორთა“ სასიხარულოდ, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ პუტინის ხელახალი გაპრეზიდენტების. აშშ მიხეილ სააკაშვილს „სომხურ ჩიხში“ მოიმწყვდევს, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს! იქიდან მხოლოდ უკან, ბრძოლით შეიძლება გამოსვლა, რაც კავკასიაში ახალ კონფლიქტს ნიშნავს, რის შესახებაც ეს-ესაა მოგახსენეთ. საქართველოს პრეზიდენტი ახლა ცათამბჯენის 30-ე სართულიდან გადმომხტარ ახირებულ კაცს ჰგავს, რომელიც მე-15 სართულთან ჩაფრენისას ფიქრობს: ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა...

– ამბობენ, გასულ კვირას ავლაბარში ქართველებისა და სომხების ჯგუფურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

– განა ნათელი არ არის, „უცებ“ რატომ მოხდა ასეთი ესკალაცია?! თავიდან რობერტ სტურუას მიერ „საქინფორმისთვის“ მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუ იქცა სუპერსკანდალად, ვითომდა იმის გამო, რომ ცნობილმა რეჟისორმა სააკაშვილის სომხურ წარმომავლობაზე დაძრა კრინტი, თითქოს ამაზე უწინ არ ლაპარაკობდნენ.

შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ლეიბორისტი შატბერაშვილი ღამეებს ენციკლოპედია „ბრიტანიკის“ კითხვაში ატარებდა და შემთხვევით წააწყდა ცნობას, ვითომ ქართული ანბანი მესროფ მაშტოცს შეექმნას. რა, „ბრიტანიკაც“ დღეს დაწერეს?!

შემდეგ სტუმრად ჩამოდის გარეგინ II და ვითომდა ნახევრად დანგრეული ექვსი ეკლესიის სომხეთისთვის გადაცემის „წვერებიანი“ საკითხის გამო იღებენ კანონს რელიგიური უმცირესობების შესახებ. მეტისმეტად ბევრი „სომხური“ დამთხვევა ხომ არაა?!

– ჩვენი სააგენტოს საიტზე დევს ვიდეო – პატრიარქების – ილია II და გარეგინ II, საუბრის ეპიზოდი. მინდა, გითხრათ, რომ მკითხველები აღშფოთებული არიან ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის საუბრის უბოდიშო მანერით...

– როგორც იცით, ამის შემდეგ ერევნიდან დამირეკეს. სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები და კოლეგები დიდად იბოდიშებდნენ გარეგინ II უღირსი საქციელისათვის და თავის გასამართლებლად მხოლოდ ის მოჰქონდათ, რომ ის წარმოშობით სომხეთიდან კი არა, ლიბიიდანაა...

სხვათა შორის, ამ კადრების ტირაჟირება მარტო „საქინფორმს“ კი არა, ყველა ქართულ ტელეარხსა და საინფორმაციო სააგენტოს უნდა მოეხდინა! თუმცა, „რატომღაც“, ასე არ მოქცეულან, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ თავიდან ბოლომდე სააკინფორმები არიან.

– ამ დროს კი უმთავრესი „კადრს მიღმა“ რჩება, არა?!

– სწორედაც რომ. ხელისუფლებისთვის „ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა“:

1) საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონის მიღებით „ქულები ჩაიწერა“ – მსოფლიო თანამეგობრობის თვალში თავი დემოკრატად – კომინტერნის ერთგვარ მემკვიდრედ წარმოაჩინა, რომლისთვისაც ყველა ერი/რელიგია თანასწორია, ამავე დროს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი შოვინისტებად და ფაშისტებად გამოაჭენა;

2) მმართველმა პარტია „საქართველოს ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე 800.000 ხმა დაიბევეს ამ კანონისთვის „მადლიერი“ საქართველოს ნაციონალური უმცირესობებისგან;

3) „სომხური აურზაურის“ ფონზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უფლებებით გაუთანაბრდა საქართველოში მოქმედი ყველა ცრუ-რელიგია და სექტა;

4) თავისუფლების ინსტიტუტმა, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), სოროსის ფონდმა და საქართველოში მოქმედი დასავლეთის სპეცსამსახურების გავლენის აგენტებმა, პატრიარქის ჯიბრზე კანონის ერთ დღეში მიღებით დაამცირეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინეს.

ასე დაეცა გლობალიზმის წინაშე ეროვნული ინტერესების, ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის სადარაჯოზე მდგომი უკანასკნელი ფორპოსტი – ქართული მართლმადიდებელი ეკლესია.

– თუმცა შემდგომ, თითქოსდა, წმიდა სინოდმა და ყველა დანარჩენმა აღიარა, რომ „ბუზისგან სპილო“ შექმნეს?

– საქმე ყბადაღებულ კანონში კი არა, თავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინამძღოლის უგულებელყოფის ფაქტშია! იცით, ჩემო ნორჩო კოლეგავ, სსრ კავშირის არსებობის ხანაში საბჭოთა არმიაში დედის გინება ჩვეულებრივი ამბავი იყო. თუმცა მეთაურებმა იცოდნენ, რომ ეროვნებით ქართველი ჯარისკაცის დასჯა შეიძლებოდა „нарядами вне очереди“, ჰაუპტვახტში გამწესებით, 10 კმ-იანი კროსის აირწინაღში გარბენით, მაგრამ მისი დედის გინება არარეკომენდებული იყო: რიგითი ქართველი იმავეთი უპასუხებდა თავად გენერალსაც კი! ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კი დედაჩვენია, რომელიც ახლა შეურაცხყვეს და გვიყურებენ, ამას როგორ „გადავყლაპავთ“. 

– ბოლო კითხვა: რას ფიქრობთ „ფოტოგრაფთა საქმეზე“ – ჯაშუშები არიან თუ არა?

– ასე ვიტყოდი: საქართველო პოლიციური კი არა, პოლიციელთა სახელმწიფოა! არ ვიცი, რა ხდება, როგორც თქვენ წეღან ბრძანეთ, „კადრს მიღმა“, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ ფოტორეპორტიორთა სულისშემძვრელი კადრები 2008 წელს ომიდან პრეზიდენტ სააკაშვილს რუსეთთან საინფორმაციო ომში დაეხმარა, ჩვენი ხელისუფალნი კი ჰააგის ტრიბუნალსა და ციხეს მათი წყალობით გადაურჩნენ, ახლა კი სატუსაღოში თავად ფოტორეპორტიორები მოხვდნენ...

– შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ბრძანა, რომ მათ დიდი ხანია, თვალყურს ადევნებდნენ...

– მერაბიშვილმა იხუმრა. როგორ თუ თვალს ადევნებდნენ?! ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს საშვებს ურიგებდნენ და ყველგან – ლამის პრეზიდენტის მოსასვენებელშიც უშვებდნენ?!

– მერაბიშვილი, თითქოსდა, არ ხუმრობს ხოლმე...

– ვერ დაგეთანხმებით. ძლიერთა ამა ქვეყნისათა ოხუნჯობა სჩვევიათ! გახსოვთ, „Эхо Москвы“-თან ინტერვიუში ვანო მერაბიშვილმა განაცხადა: „ამას რუსეთის პროკურორს ჩემი დაკითხვისას ვეტყვი“, და დასძინა – „ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია. ვხუმრობ?!“ ჰოდა, ზუსტად ვიცი, კერძოდ, რას ჰკითხავს რუსეთის პროკურორი დაკითხვისას მერაბიშვილს და რას უპასუხებს ჩვენი მინისტრი!

– ახლა უკვე თქვენ ხუმრობთ, ბატონო მთავარო რედაქტორო?!

– მერაბიშვილზე მეტად – არა. რუსეთის პროკურორი ჰკითხავს: „პატივცემულო ვანო სერგეევიჩ, ნამდვილად ძლიერი ძალოვანი მინისტრი ბრძანდებოდით, თქვენ მოახდინეთ შსს-ს, „კა-გე-ბეს“, შიდა და სასაზღვრო ჯარების ერთ სტრუქტურად რეფორმირება და მკაფიოდ ხელმძღვანელობდით ამ მონსტრს. მაგრამ რატომ აპატიმრებდით უდანაშაულო ადამიანებს და რუსეთის ჯაშუშებად ასაღებდით, აპატიმრებდით პოლიტიკური მოტივებით განსხვავებულებს, სისხლიანად არბევდით მიტინგებს? თავადაც ხომ ჩინებულად გესმოდათ, რომ ეს არასწორი იყო?!“

რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ერთი წინადადებით უპასუხებს: „პატივცემულო კოლეგავ, განა თქვენ შეგიძლიათ არ შეასრულოთ პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება?!“

ახლა კი მოვიყვან ციტატას პუბლიკაციიდან „და წვიმა ყველა ნაკვალევს შლის...“ რომელიც 26 მაისის ღამეს დავწერე და, როგორც გახსოვთ, მეორე დილით ჩვენს საიტზე დაიდო: „აშშ- 2011 წლის 26 მაისს მორიგ ჯერზე უგანა პრეზიდენტ სააკაშვილს... თუმცა მიშა იმიტომაცაა მიშა, რომ მოვლენებს მაინცმტრისა და ოკუპანტისსაწინააღმდეგოდ შემოატრიალებს: უახლოეს დღეებში რუსი ჯაშუშებისა და საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ დაბალი დონის ბლეფს შემოგვთავაზებენ და მასობრივ დაპატიმრებებსაც განახორციელებენ“.

– No comment… და შემდეგ, ბატონო არნო?

– შემდეგ ჩვენს ყოველ მორიგ ბრალდებას ჯაშუშობაში, ჩვენს თითოეულ კომპრომატ RU-ს მოსკოვი კომპრომატ ГРУ-ს დაუპირისპირებს და საქართველოში ბევრს ხუმრობის თავი აღარ ექნება... როგორ ბრძანა სააკაშვილმა ბენედიქტოვთან ინტერვიუში?! – „Business as usual“, რაც თარგმანში ნიშნავს „საქმე ჩვეულებრივ მიდის“.

ესაუბრა სოფო ყარალაშვილი