პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო ხიდია და არა დერეფანი!

   ვაღიაროთ დასავლური პროპაგანდის შთამბეჭდავი გამარჯვება საქართველოში, განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდებში, და გავაკეთოთ პროგნოზი: შეძლებს თუ არა გლობალიზაციის პროცესი ორიოდე ან რამდენიმე ათწლეულში საქართველო გადააქციოს ჩვეულებრივ, მსოფლიოს მრავალთაგან ერთ-ერთ ქვეყნად? ნუთუ ქართველები ვერა და ვერ გაიგებენ, რომ ამდენი წმინდანები, სიწმინდეები და სასწაულები ჩვეულებრივ ქვეყნებში არ არსებობს?

   დიახ, ეს სავსებით შესაძლებელია მოხდეს, თუ სახელმწიფოში ტენდენციური პროცესები, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დროს მართავდნენ იმდროინდელი მმართველი პარტიის იდეოლოგიური განყოფილებები (კომპატრტიის ცენტრალური კომიტეტისა და მოკავშირე რესპუბლიკების ცენტრალური კომიტეტების პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილებები), დღეს კი იმართება უცხოელი აგენტების მიერ („სამოქალაქო სექტორი“, რადიკალური ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი თანამოაზრეები ხელისუფლებაში) შენარჩუნდება. თუ საინფორმაციო პოლიტიკაში შენარჩუნდება დასავლური გადახრა, რის შედეგადაც იგი ჩამძირავ „ტიტანიკს“ დაემსგავსა: დასავლური და სახელმწიფო გრანტები ხმარდება ადგილობრივი ტელეკომპანიების ვითომდა პროდასავლური დემოკრატიული, სინამდვილეში კი - ანტისახელმწიფოებრივი ანტიქართული პროპაგანდის ტენდენციურ მხარდაჭერას, ხოლო იშვიათი, ტრადიციულად ზეპარტიული მიუკერძოებელი მედია მოკლებულია მთავრობის მხარდაჭერასა და ყურადღებას.

   საქართველოს საკრალური დანიშნულება ხიდია და არა დერეფანი („კორდორი“ - თუთიყუშებივით იმეორებენ ტუტუცი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას გულისხმობენ). საქართველო არ არის კომუნალური ბინის დერეფანი, სადაც ხან ჩრდილოეთის და ხანაც დასავლეთის ქარი უბერავს; არ რის დერეფანი, რომლითაც გაივლი და დაივიწყებ, შლაგბაუმთან მონეტის ჩაგდების მერე! საქართველო არც კორიდორია და არც კორიდაა დასავლეთისა და რუსეთს შორის, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროპისა და აზიის ქვეყნების/ხალხების დამაკავშირებელი ხიდია! ამიტომ წარმატებული იქნება მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც ამ გარემოებას გაითვალისწინებს და არ დაკმაყოფილდება მხოლოდ სატრანსპორტ და ენერგეტიკულტრანზიტის გადასახადით.

   ხიდი გულისხმობს ორმხრივ მოძრაობას - ურთიერთმეგობრობას და პარტნიორობას, და არა შემკვეთის ურთიერთობას შემსრულებელთან, სუზერენისა - ვასალთან, რასაც ლამობენ პროდასავლელი პროპაგანდისტები - გრანტების მიმღებები, უცხოური გავლენის აგენტები და სხვა აგიტატორები, და იმარჯვებენ პატრიოტებთან უთანასწორო ბრძოლაში, რადგან ძლიერი ზურგი აქვთ დასავლეთში. თუმცა, საქართველოშიც არ განიცდიან სპონსორების - ოპოზიციის მომსახურე ბიზნესმენების დეფიციტს, ასევე მათ განკარგულებაშია სააკაშვილისა და ნაცების მიერ ნაძარცვი სახელმწიფო ფული.

   ახლა - ყურადღება: მარგარიტა სიმონიანმა წინადადება წამოაყენა, რუსეთში შემოიღონ ფუფუნების 100-პროცენტიანი გადასახადი, ანუ, როდესაც რუსი ბობოლები თავიანთთვის ყიდულობენ ფუფუნების საგნებს - სასახლეებს და იახტებს, ქურქებსა და ბრილიანტებს, ავტომანქანებსა და ტანსაცმელს, ვალდებული იქნებიან ზუსტად იგივე თანხა გადაურიცხონ ფრონტს.

საქართველოში სახელმწიფოს საჭიროებებისთვის, რომელიც იცავს ყველას, განურჩევლად პოლიტიკური, სექსუალური, რელიგიური ორიენტაციისა და ეთნიკური კუთვნილებისა, რატომ უნდა აკეთებდეს შეწირულობებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილ და არა ქართველი მილიონერებ, რომელთა უმეტესობამ ქონება არაკეთილსინდისიერი გზით დააგროვა?! „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ხელისუფლების ფრთის ქვეშ კომფორტულად მოლალათებულმა ქართველმა მილიონერებმა დაივიწყეს სააკაშვილის რეჟიმის რეკეტი, მათი მილიონები ყველგან უხარიათ, ისინი მშვიდად ინაცვლებენ ხელისუფლებიდან ოპოზიციაში და უკან, პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, სურვილისამებრ ახორციელებენ სავაჭრო გარიგებებ ევროპაშიც და რუსეთშიც, თანაც ამ უკანასკნელის ოკუპანტად მონათვლაც არ ავიწყდებათ. ამიტომ, ამ არასანდო და პრინციპ კატეგორიისგან ქველმოქმედების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს - დაე იხადონ ფუფუნების 100%-იანი გადასახადი და მშვიდად დაიძინონ! (სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ აქაც, როგორც ყოველთვის, არიან გამონაკლისები - ქართული ბიზნესმენები, რომლებიც ეხმარებოდნენ სახელმწიფოს და ეკლესიას).

   დავამთავრებ იმით, რითიც დავიწყე: საქართველო ხიდია, ამიტომ ჩემი გვარი - „ხიდირბეგიშვილი“ მავალდებულებს, შევასრულო „ადამიანი-bridge“-ს როლი.

აღმოსავლეთ- დასავლეთის“ ავტობანი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს, 4 ჩინური კომპანია აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტები აშენებს. პროექტი ითვალისწინებს 97 ხიდსა და 51 გვირაბს, მაგრამ რიკოთის უღელტეხილზე დიდი პრობლემების გამო, უკვე გაძვირდა 220 მილიონზე მეტით (საანგარიშსწორებო ღირებულება 5 მილიარდი ლარი იყო) და მისი გახსნა, რომელიც 2020 წელს იყო დაგეგმილი, გადაიდო მიმდინარე 2024 წლის ბოლომდე.

ქვეშვეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზა, რომელიც უსაფრთხოდ და სწრაფად აკავშირებს საქართველოს რუსეთთან (ზემო ლარსზე), ითვალისწინებს 5 ხიდსა და 5 გვირაბს, მათ შორის 9-კილომეტრიანს ჯვრის უღელტეხილის ქვეშ. მას აშენებს სხვა ჩინური კომპანია აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტებით, მისი ექსპლუატაციაში გაშვება 2024 წლის ბოლოს იგეგმება და აქ პრობლემები ჯერ არ შეინიშნება.

არც ისე შორს არის ცხინვალის რეგიონის გავლით საავტომობილო მარშრუტის გახსნა, რომელიც საქართველოს რუსეთთან როკის გვირაბით აკავშირებს, ასევე აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა, რომელიც საქართველოს რუსეთთან მდინარე ფსოუს ხიდით აკავშირებს.

და როდესაც გაიხსნება ყველა ეს ხიდი-გზა-მიმართულება, საქართველო იქცევა აყვავებულ და უსაფრთხო ქვეყნა, რითაც დაინტერესებული იქნება ყველა სახელმწიფო/ხალხები, რომლებსაც ისინი დააკავშირებენ! და მაშინ აღარ იქნება საჭირო ხიდების, გზებისა და გვირაბების მშენებლობისთვის უცხოური ბანკებიდან კრედიტების აღება. ის კი არა, მიმდინარე პროექტებიც შეიძლებოდა მათ გარეშე განხორციელებულიყო, ქართველ მილიონერებ საქართველოსა და რუსეთში ჯიბეზე ხელი რომ გაეკრათ!

ამიტომაც, ათასჯერ მართალია მარგარიტა და საქართველოშიც აუცილებელია ფუფუნების 100-პროცენტიანი გადასახადის შემოღება!

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი" გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
ეროვნული უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 7 თებერვალი
საქართველო, თბილისი