საზოგადოება
მართლმადიდებელთა კრებულმა წმიდა სინოდს კვირას წერილით მიმართა. ამის შესახებ „ობიექტივს“ ანჩისხატის მომლოცველთა კავშირის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა აცნობა.
აგრეთვე, მართლმადიდებელთა კრება სინოდს სთხოვს, ელექტრონული საბუთების ძალაში შესვლამდე, საქართველოში შეიქმნას მორწმუნეების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მეცნირებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს.
„იმ დღეს საპატრიარქოში, სადაც სხვა რელიგიათა პრივილეგიები დასტურდებოდა, ათასობით მართლმადიდებლის მოთხოვნა ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით კრებამ საერთოდ არ განიხილა. ვინ დარჩა უფლებაშელახული?!“ – აღნიშნულია სინოდისადმი გაგზავნილ წერილში.
obieqtivi.net