რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ღარიბაშვილმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა, ვნახოთ, რას იზამს ირაკლი მეორე

   ის-ის იყო საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მე-8 ყრილობა დამთავრდა, რომელიც 18 წუთს გაგრძელდა და მხოლოდ ადგილები შეუნაცვლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პარტიის თავმჯდომარეს, რომ ჟურნალისტებმა მყისვე რეკვა დაიწყეს: რატომაა ასე, ბატონო არნო, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში ახალი მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იქნება, თუმცა ასევე აპირებდნენ კულტურის, იუსტიციის, ეკონომიკის, ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების შეცვლას? რატომ არ წარმოთქვა ივანიშვილმა ყრილობაზე საპროგრამო სიტყვა, როგორც დაგეგმილი იყო?“, და ა.შ.

   ყველა ამ „რატომ“-ს ვუპასუხებ და დავიწყებ იმით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა უმეტესწილად ერთ ძალიან დიდ და ძალიან ძვირადღირებულ პროექტში წარუმატებლობამ გამოიწვია. ამაში მხოლოდ ღარიბაშვილის დადანაშაულება, რომელიც თავად იქნა შეყვანილი შეცდომაში, უსამართლობაა. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა და ქართველმა, ღარიბაშვილმა მთელი ბრალეულობა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ვნახოთ, რას იზამს ირაკლი მეორე.

   ეჭვობდა თუ არა, რომ ამ პროექტის აქტორები შესაძლოა იყვნენ გახვეული კორუფციაში და თუ ასეა, რატომ არ მიიღო ზომები? იქნებ ამ აქტორთა ავტორიტეტი შუშის სასახლეში ღარიბაშვილის ავტორიტეტზე მაღალი იყო? ასეა თუ ისე, ღარიბაშვილმა ისინი ივანიშვილთან არ დაასმინა და დასაჯ.

კაცური ქართული გაგებღარიბაშვილცუდი სამსახური გაუწია სხვა მინისტრებთან მიმართებაშიც, რომლებიც მხოლოდ ნომინალურად იყვნენ ანგარიშვალდებული პრემიერთან. რატომ შეიცვლება მხოლოდ თავდაცვის მინისტრი? – იმიტომ, რომ, როგორც საზოგადოებაში გასაჯაროვდა, ის შემჩნეული იქნა სამსახურებრივი მდგომარეობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში. მაგრამ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს ნომენკლატურაა, სადაც გათავისუფლებული მინისტრი საქართველოს ელჩად წავა 4 თვის „დასვენების” შემდეგ.

   თუმცა, დარჩენილ 5 მინისტრსაც, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ახალი პრემიერი კვლავ წარუდგენს პარლამენტს, დიდი დღე მაინც არ უწერიათ, ივანიშვილმა მათ „შავი დამღა“ დაადო. მათთვის უმჯობესი იქნებოდა, დღესვე და ღირსეულად წასულიყვნენ, როგორც შევარდნაძე მოიქცა 2003 წლის ნოემბერში და როგორც ღარიბაშვილი წავიდა ორივე ჯერზე. მაგრამ ივანიშვილმა გადაიფიქრა ღარიბაშვილთან ერთად მათი გათავისუფლება, რათა ღარიბაშვილის გამო დაზარალებულების სახელით არ წასულიყვნენ. საეჭვოა, რომ საქართველოს იმიჯისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის შესაბამისობის 9-პუნქტიან რეესტრს ასრულებს, სასარგებლო ყოფილიყო მინისტრების გათავისუფლება ღარიბაშვილის გუნდის ერთგულების პრინციპით.

   ივანიშვილმა გადაიფიქრა მათი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება იმიტომაც, რომ იმთავივე უფრო მეტად არ აეთვალწუნებინათ ახალპრემიერ-მინისტრყოფილებს, რომლებ ფეხს დაუდებდნენ პირველ ხანებში, სანამ ირაკლი კობახიძე საქმის კურსში შევიდოდ. ჩინეთშიც კობახიძე ღარიბაშვილის კვალდაკვალ ვიზიტად იმიტომ გაამგზავრეს, რათა მისთვის საქმეები გადაეცათ, ამიტომ ღარიბაშვილის გადადგომის ყბადაღებული „მოულოდნელობა“ მხოლოდ უყურადღებოთათვის იყო ნაუცბათევი.

   იმის ნაცვლად, რომ ცალ-ცალკე უარყო თითოეული „კომპრომატი“, რომლებიც შემთხვევით როდი „გამოყარეს“ ტელეეკრანებზე ოპოზიციურმა ტელეკომპანიებმა (შვილის თანხლება აშშ-ში, სადაც ის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს, სახელმწიფო თვითმფრინავით, მეუღლისთვის ტყის ჩუქება, სუპერ ძვირადღირებულავტომანქანის ფლობა, სუპერ ძვირადღირებული საათების კოლექცია და ა.შ.) ივანიშვილმა ღარიბაშვილის გადაყენება და ბრალდებების ერთი ხელის მოსმით დასრულება ამჯობინა. დრო იწურება, ყველა ეს კომპრომატი სათითაოდ უნდა გაცამტვერებულიყო პრემიერის კარგი პიარ და პრესსამსახურის მიერ, რაც მას არასდროს ჰქონია; საზოგადოებასთან კომუნიკაციით მთავრობის ადმინისტრაციაში არავინ იყო დაკავებული.

   არადა, სადაც იყო გაჩნდებოდა ღარიბაშვილის მიმართ სხვა უსიამოვნო კითხვებიც, მაგალითად: შემთხვევით მიიწვია თუ არა დღეს ვინმე ცეცხლაძემ, რომელმაც დაარეგისტრირა NJO „ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში“, პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად?

ანდა სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერის რა გადაუდებელი საჭიროება არსებობდა, რომელმადააკმაყოფილთბილისში ამისთვის მოულოდნელად ჩამოსული პრემიერ-მინისტრფაშინიანი, რომელმაც ბოლო ხანს ბობოქარი საქმიანობა გააჩაღა? რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა ფაშინიანის სომხეთთან, სადაც უკვე დაიწყეს დიდი სამამულო ომის მემორიალების შებღალვა და როგორ აღიქვამს ამას ოფიციალური ბაქო, რომლის სტრატეგიული პარტნიორობასაქართველოსთან სავსეა საყოველთაოდ ცნობილი მნიშვნელოვანი შინაარსით?!

   ასეა თუ ისე, ღარიბაშვილი წავიდა ღირსეულად, ვისამე დასმენისა და ვინმესთის რაიმეს გადაბრალების გარეშე. რითაც უცხოელი პოლიტიკოსები გააოცა - ჩვენთან მსგავსი პრეცედენტები გამორიცხულიაო! მაგრამ საქმე ამით არ დამთავრდება, როგორც ეს ივანიშვილის სასტუმროს საკონფერენციო დარბაზის პირველ რიგში მჯდომი პოლიტელიტის გაქვავებული სახეებიდანაც ჩანდა. პოლიტიკა ქურდული გარჩევები როდია, საქართველო არ არის რუსეთი, ხოლო ივანიშვილი - პუტინი. ივანიშვილი მილიარდერია, ამიტომ შეცდომებისთვის ფულით სჯის, რადგან ფულით პასუხის გაცემა ხანდახან ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე რამდენიმე წლის განმავლობაში საკნის ან საავადმყოფოს საწოლზე სააკაშვილივით კოტრიალი! მით უმეტეს, რომ უბრალოდ კონტრაქტორების ჩანაცვლებით, როგორც ეს თბილისის მერმა კალაძემ წერეთლის გამზირის გაჭიანურებული რეაბილიტაციის შემთხვევაში გააკეთა, აქ საქმე ვერ გამოვა - ზემოაღნიშნულ პროექტში ჩავარდნები უნდა გამოსწორდეს არაკეთილსინდისიერი/კორუმპირებული აქტორების ხარჯზე, რომლებმაც ივანიშვილის ნდობით ბოროტად ისარგებლეს და, მართალია, დროებით, მაგრამ შეცდომაში შეიყვანეს.

   „ამისთვის როდი ვინახავ მათ ჩემი სახსრებით ხელისუფლებაში და ამისთვის დასავლეთის სანქციების ქვეშ მოვექეცი; ევროპარლამენტში პრორუსულ ოლიგარქიწოდებენ და ევროპული ბანკები ჩემი ასობით მილიონი დოლარის კონფისკაციას ახდენენ, ისინი კი ამ დროს მულტიმილიონერები ხდებიან და კონტრაქტორებთან შეცდომებს უშვებენ; 12 წელი გავიდა და ქართველი ხალხი ისევ ღარიბია, მჯობესი იქნებოდა, ეს 3 მილიარდი უბრალოდ ხალხისთვის დამერიგებინა!“ - ბრაზობს საკუთარ თავზე ბიძინა ივანიშვილი.

ყრილობაზე ირაკლი კობახიძემ მადლობის მოკლე სიტყვაში ამიტომაც განაცხადა (ყურადღება!):

- რომ არჩევნებამდე ბევრი რამ არის გასაკეთებელი, პირველ რიგში - გზის დასრულება;

- რომ საქართველოში დამარცხდება სიღარიბე.

ყველაფერი სავსებით ნათელია, არა?

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმი“-გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 2 თებერვალი
საქართველო, თბილისი