საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.
კობახიძის თქმით, მადლობას უხდის მთლიანად გუნდს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა პრემიერად მისი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ასევე, პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს და დელეგატებს.
„პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია და იმედი მაქვს, გუნდის იმედებს სათანადოდ გავამართლებ. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს და გუნდის ერთიანობა ამ შემთხვევაშიც საკვანძოა. როგორც მოგეხსენებათ, პარტიის წესდების თანახმად, პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელება არის პარტიის საპატიო თავმჯდომარის პრეროგატივა. შესაბამისი პროცედურის მიხედვით მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკური საბჭოს თითოეულ წევრს ნდობისა და ამ გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.