პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მოისურვა პრემიერის თანამდებობის დატოვება

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია, თვითონ მოისურვა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რატომ იცვლება პრემიერ-მინისტრი.

რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.