პოლიტიკა
გაიმართა ეროვნული უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის პრეზენტაცია

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ეროვნული უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა გასულ კვირას, 2024 წლის 28 იანვარს, დახურული ვიდეოკონფერენციის ფორმატში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომელთაგან მთავარი იყო მისი ექსპერტების სურვილი, არ აფიშირებულიყო მათი სახელები. თავად ცენტრის შექმნის იდეა გულისხმობს კოლექტიური, დამოუკიდებელი, ობიექტური და ზეპარტიული შეფასებების/რეკომენდაციების შემუშავებას, რომელაც ხელს აწერს მხოლოდ ცენტრის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, ქართულ ცენტრთან თანამშრომლობა, დიდი ალბათობით, პრობლემებს შეუქმნიდა ზოგიერთ ცნობილ უცხოელ ექსპერტს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამავდროულად ინფორმაციის კომპეტენტური წყაროებია.

   მეორე მიზეზი უფრო ბანალურია - სეზონური ვირუსული დაავადებების მატება და ზოგიერთი ქვეყნის ჩაკეტილი საზღვრები, რის გამოც რამდენიმე ექსპერტმა ვერ შეძლო თბილისში ჩამოსვლა და პრეზენტაციაზე დასწრება, რომლის ჩატარებაც მათ გარეშე უსამართლობა იქნებოდა.

   მიუხედავად ამისა, პრეზენტაციის მიზანი - ერთმანეთთან შეხვედრა და აზრთა მიმოცვლა სამომავლო ერთობლივ მუშაობაზე, თუნდაც zoom-კონფერენციის ფორმატში, მიღწეული იქნა.

2024 წლის 31 იანვარი
საქართველო, თბილისი