უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი თურქეთს ეწვევა

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თებერვალში თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვი ავრცელებს.

„ალბათ უკრაინის საკითხი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საგანი იქნება“, - განაცხადა იური უშაკოვმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტსაც გეგმავს.

interpressnews.ge