ქვაფენილიდან თუნდაც ერთი ქვის ამოვარდნისას, დანარჩენებიც მიჰყვებიან და ის თანდათან იშლება. ეს ქვაფენილის ეფექტი არაერთხელ იხილეს ვერის დაღმართზე, ელბაქიძის აღმართსა და დედაქალაქის ქვით მოპირკეთებულ სხვა აღმართ-დაღმართებზე.
ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების ტაძრამდე აღმართის აგება დაიწყო, ამიტომ, პირველ რიგში, ქვაფენილზე მორყეული ქვების შეცვლას მიუდგა. ესენი არინ მინისტრები, რომლებიც ამომრჩევლების უკმაყოფილებას იწვევდნენ მთელი რიგი მიზეზებით, რაც ცნობილი გახდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისთვის. მინისტრები, რომლებმაც თავი ვერ გაართვეს სამსახურებრივ მოვალეობებს, დაარღვიეს თამაშის წესები და, მაშასადამე, უარყოფით გავლენას ახდენდნენ „ქართული ოცნების“ რეიტინგზე. მაგრამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავისი კაბინეტის ნახევარს ვერ შეცვლიდა, ამიტომ ივანიშვილმა შეცვალა ღარიბაშვილი, რომელსაც მიჰყვებიან მისი მინისტრები, რომლებიც ვერ გაუძლებდნენ წინასაარჩევნოდ გაზრდილ დატვირთვას.
რამდენ ხანს გაძლებს ახალი ქვაფენილი, რომლის ქვაკუთხედიც ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა, დრო გვიჩვენებს. მაგრამ როდესაც მისი ჩანაცვლების საჭიროება დადგება, ეს კვლავ ქვაფენილის ეფექტის პრინციპით მოხდება.
ახალი პროგნოზი: არჩევნების შედეგად პარტიის ახალი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარედ, ბიძინა ივანიშვილი კი პრეზიდენტად ვიხილოთ, როგორც ეს პირველად 2 იანვარს აღვნიშნე.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ -ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
ეროვნული უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 29 იანვარი
საქართველო, თბილისი