პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: მე, გვარამიას და ელენე ხოშტარიას გვჯერა, რომ კონსოლიდაციაშია გამოსავალი

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საუბარი გვაქვს გვარამიასთან, „ლელოსთან", სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან - მე, ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას გვჯერა, რომ კონსოლიდაციაშია გამოსავალი, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონსოლიდაციაზე არ საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობასთან," თუმცა, სხვა საკითხებთან დაკავშირებით მათთან თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. ამასთან, ჯაფარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონსულტაციების ფარგლებში ჯერ რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

საუბარი გვაქვს როგორც ნიკა გვარამიასთან, ისე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. "ლელოსთან" სულ გვაქვს კომუნიკაცია, ხან ვის ველაპარაკებით, ხან ვის, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არ არის. კარგია, რომ კონსულტაციები მიდის. მე, ნიკა გვარამიას, მათ შორის ელენეს გვჯერა, რომ საბოლოო ჯამში კონსოლიდაციაში არის გამოსავალი, მაგრამ ვნახოთ. "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონსოლიდაციაზე საუბარი არ გვაქვს, მაგრამ არის ფორმატები, სადაც სხვადასხვა საკითხზე ვთანამშრომლობთ. ნიკა მელიასთან ჯერ კომუნიკაცია არ გვქონია, რაც მათგან მოვისმინე, ისინი აპირებენ, ჯერ პარტია დააფუძნონ და მერე დავიწყებთ საუბარს, მომავალ გეგმებზეო, შესაბამისად, ჩვენც ველოდებით,"- განაცხადა ჯაფარიძემ.