უცხოეთი
ქნესეთში ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადება ჩავარდა

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ქნესეთში ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადება ჩავარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხოლოდ 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ოპოზიციურმა პარტიებმა 120-ადგილიან ქნესეთში ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო უმრავლესობის უზრუნველყოფა ვერ მოახერხეს.

შუამდგომლობის ინიციატორი ისრაელის ლეიბორისტული პარტია იყო, რომელმაც ისრაელის მთავრობა მძევლების გათავისუფლების საკითხში უმოქმედობაში დაადაშაულა. ისრაელის ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არ შეიძლება, არსებობდეს ნდობა მთავრობის მიმართ, რომელმაც ასეთი წარუმატებლობა განიცადა „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს და შემდეგ პერიოდში.

1tv.ge