უცხოეთი
ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, რომელიც რესპუბლიკელების პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კონკურენტი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

„ამაყი ვარ, რომ ჩემი დაპირებების 100% შევასრულე და მე არ გავჩერდები ახლა. ჩემთვის ნათელია,რომ რესპუბლიკელების ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს, რომ დონალდ ტრამპს კიდევ ერთი შანსი მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებოდი დონალდ ტრამპს, თუნდაც კოვიდ პანდემიის და ენტონი ფაუჩის დაწინაურების შემთხვევაში, ტრამპი ამჟამინდელ მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აღემატება. ეს გასაგებია. მოვაწერე ხელი დაპირებას, რომ მხარს დავუჭერ რესპუბლიკელ კანდიდატს და შევასრულებ ამ პირობას. მას აქვს ჩემი მხარდაჭერა“,- განაცხადა დესანტისმა.

1tv.ge