უცხოეთი
საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ნათესავები ქნესეთში შეიჭრნენ, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც Times of Israel-ი წერს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფინანსთა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობა შეაფერხეს და პარლამენტის წევრებს მძევლების გათავისუფლებისთვის მეტი მოქმედებისკენ მოუწოდეს.
„თქვენ არ ისხდებით აქ, ვიდრე ჩვენი შვილები იღუპებიან“, – მიმართეს აქციის მონაწილეებმა ქნესეთის წევრებს.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი დაახლოებით 120 ადამიანი. მათი ჯანმრთელობისა და ადგილმდებარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.
1tv.ge