პოლიტიკა
საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა: მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც პირველ არხს საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობაში განუცხადეს, საქართველოს მთავრობასთან მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია აქვთ.

აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ჩვენ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი „ტოლერანტობის ცენტრი“, რომელსაც ბექა მინდიაშვილი ხელმძღვანელობს, USAID-ის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბექა მინდიაშვილი გამოირჩევა რელიგიური ისტერიის გაღვივებით.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა მიმართა USAID-ის ხელმძღვანელობას, რომ გაერკვნენ საკითხში და იმოქმედონ ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით.