პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: სტალინმა შექმნა ისრაელი, უკრაინა და საქართველო, რომლებიც ღმერთმა უმადურობისთვის შერისხა!

   "მართალი აღმოჩნდით, ჩაერივნენ!" - მირეკავენ ისრაელიდან თანამემამულეები, გულისხმობენ რა „ჰეზბოლას“, „ანსარ ალაჰის” (ჰუსიტები) და IRGC-ს (ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსი“) მონაწილეობას ისრაელის წინააღმდეგ ომში, რომლებმაც ჰამასის მხარდასაჭერად მეორე ფრონტი გახსნეს.

"მართალი იყავით, არ ჩარეულან!" - აღიარებენ მიამიტი ისრაელელები, გულისხმობენ რა ჩემს მეორე პროგნოზს - რომ შეერთებული შტატები მათ უღალატებს. ავიამზიდმა Gerald Ford-მა თავის მოიერიშე ჯგუფთან ერთად ინგლისურად, დამშვიდობების გარეშე დატოვა ხმელთაშუა ზღვა, და მახსენდება ისრაელის მოსახლეობის ეიფორია, როდესაც ის შევიდა იქ 11 ოქტომბერს, ომის მე-5 დღეს. ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა, ისევე როგორც ათასობით ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა, არ შეასრულეს კონფლიქტის გაფართოების აღკვეთის ამოცანა - მათი ყოფნა არ ქცეულა შემაკავებელ ფაქტორად ზემოაღნიშნული რეგიონული მოთამაშეების ჩარევის თავიდან ასაცილებლად.

   ისრაელელებმა, რომლებიც 75 წელი ცხოვრობდნენ არაბებსა და მუსლიმებთან ერთად, ვერ შეისწავლეს ისინი და ვერ გათვალეს, რომ ყველა გაერთიანდება ისრაელის წინააღმდეგ, რადგან მათთვის ისრაელი განასახიერებს დასავლეთს, რომლის ყველა ლიდერი თელ-ავივში ჩაფრინდა მხარდაჭერის ნიშნად; ისრაელი განასახიერებს მათთვის აკვნიდან საძულველ აშშ-ს! ყატარი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, სირია, თურქეთი და ერაყი მხარს უჭერენ ჰამასს, თუმცა უშუალოდ არ მონაწილეობენ კონფლიქტში, როგორც ზემოთ ხსენებული იემენის, ლიბანისა და ირანის გასამხედროებული ორგანიზაციები, თუმცა ეს "მეორე ეშელონია" და მხოლოდ ალაჰმა უწყის, როდის გადაინაცვლებს მათი შიდა განხეთქილება უკანა პლანზე და გზას დაუთმობს გაერთიანებას ისრაელის წინააღმდეგ.

   ბევრმა ისრაელელმა მიიღო მშვენიერი განათლება სსრკ-ში, რომელმაც პირველმა აღიარა ისრაელის ახალი სახელმწიფო, მაგრამ დაავიწყდათ, რა ვაივაგლახით აიძულა სტალინმა მოკავშირეები, გაეხსნათ მეორე ფრონტი, როგორ იძვრენდნენ ისინი თავს მუდმივად და საბჭოთა კავშირის ზურგს უკან ნაცისტურ გერმანიასთან შეთქმულების მოწყობასაც კი შეეცადნენ.

   70 წელი გავიდა ისრაელის, თანამედროვე უკრაინისდა საქართველოს შემქმნელი სტალინის გარდაცვალებიდან, მაგრამ ბელადის ფიგურა უწინდებურად მსოფლიოს მოვლენების ცენტრში.

სტალინმა შექმნა ისრაელი ანგლოსაქსების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც ხელს უშლიდნენ ებრაელთა ემიგრაციას წმინდა მიწაზე, "დიქტატორმა" სტალინმა გადაარჩინა იუდეველები დიდი ბრიტანეთის დიქტატურისგან, "ანტიქრისტე და დესპოტმა" სტალინმა ებრაელებს სახელმწიფო აჩუქა, რათა აენაზღაურებინა მათთვის ჰოლოკოსტის საშინელება და დაეცვა მათი ისტორიული კავშირი პალესტინის მიწასთან დასავლეთის წინაშე. მაგრამ ისრაელის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაუბრუნა ანგლოსაქსების ჰეგემონია, დაივიწყა, რომ მათი მოკავშირე არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე - რუსეთის ფედერაცია, რომელთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობებშიც, გამოირიცხებოდა თავდასხმები მეზობლების მხრიდან.

სტალინმა შექმნა თანამედროვე უკრაინა, წაართვა ტერიტორიები პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისთვის, გადასცა მას ყირიმი, მაგრამ უკრაინის უმადურმა ნაცისტურმა ხელმძღვანელობამ რუსეთი გაცვალა ევროპასა და აშშ-ზე, რის შედეგადაც უკრაინამ დაკარგა სახელმწიფოებრიობა და სტალინის საჩუქრების შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ რუსეთ-ბელარუსის მოკავშირე სახელმწიფოს შემადგენლობაში გაერთიანდება.

სტალინმა შექმნა თანამედროვე საქართველო, შეუერთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, მაგრამ უმადურმა თანამემამულეებმა აიღეს მისი ყველა ძეგლი - მისი მშობლიური გორის მოედნიდანაც კი, რაც ხრუშჩოვსაც კი არ უქნია! რაკიღა არ გინდათ სტალინი, არც მისი საჩუქრები გჭირდებათ! - სამართლიანად გადაწყვიტა უფალმა და წაართვა ეს ტერიტორიები, მაგრამ ქართველები, როგორც ჩანს, გონს ვერ მოეგნენ - საღებავს ასხამენ და გადაწერენ სტალინის გამოსახულებიან ხატებს კიდედანაც კი, ითმენენ, როცა კუდიანი შეურაცხყოფს არა მხოლოდ სტალინს, არამედ ღმერთსაც, ეკლესიას, პატრიარქსა და საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარს!

   ისრაელელებმა დაინახეს, რომ მათ ნაქებ მოსად თვალსა და ხელს შუა გამოეპარა უნიკალური მიწისქვეშა ქალაქების - ციტადელების მშენებლობა და "უწიგნური ფეხშიშველი ველურების“ თავდასხმა, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ გამოყენებული საკანალიზაციო მილებისგან დამზადებული კუსტარული გამშვები დანადგარებით, რომელთაგან თითოეული ათასჯერ იაფი ღირს, ვიდრე მისი ჩამომგდები „რკინის გუმბათის“ რაკეტა.  

   ისრაელელები დარწმუნდნენ, რომ მათმა ულტრათანამედროვე „ცახალმა“ სამ თვე-ნახევარში ვერ შეეძლო არათუ რამდენიმე ათასი „უწიგნური და ფეხშველა ველური“ ჰამასის დამარცხება, არამედ მძევლების გათავისუფლებაც კი! ვიმეორებ - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არმია, რომელმაც ასობით ათასი რეზერვისტის მობილიზება მოახდინა, დასავლეთის მხარდაჭერით უკვე სამ-ნახევარი თევა, 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ვერ უმკლავდება რამდენიმე ათას, ავტომატებითა და ხელნაკეთი გამშვები დანადგარებით (პრაქტიკულად, სარაკეტო სალუტებით, რადგან მათ არ შეუძლიათ მიზანში დამიზნება!) შეიარაღებულ ბოევიკს.

   და თუ ისრაელელები არ შეიცვლიან ყოყოჩურ განწყობას, დაკარგავენ სტალინის მიერ ნაბოძებ სახელმწიფოს! ისრაელელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი მთავარი პრობლემა ღაზას სექტორში კი არა, ქვეყნის შიგნითაა და ამ პრობლემის სახელია ბიბი“. კორუმპირებულმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ზუსტად გაიმეორა საქართველოს კორუმპირებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გზა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში, ხელისუფლებაში კიდევ 4 წლით დარჩენისა და მოპარული მილიარდების ჩამოწერის მიზნით, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა. იგივე მოიმოქმედა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, მაგრამ განა ებრაელები ყველაზე ჭკვიანი ხალხი არ არიმსოფლიოში?! მაშ, რატომ არ სწავლობენ საქართველოსა და უკრაინის მწარე მაგალითებზე? რატომ არ უნდათ თავიანთი პრემიერი ან პენსიაზე, ან, სამართლიანად, ციხეში გაამწესონ?!

   უკრაინელ ნაცისტებს - ბანდერასდა ფაშისტი პოლიცაების შთამომავლებს - დღეს კიდევ უფრო შესძულდათ ებრაელები იმის გამო, რომ ამ უკანასკნელებმა მათ დასავლეთის სამხედრო დახმარების ნაწილი წაართვეს, რომელაც ისინი ტერორისტებზე ყიდიან და მდიდრდებიან! დასავლეთი კი დაიღალა უკრაინისა და ისრაელის დახმარებით, ვინაიდან რიგით ამერიკელებსდა ევროპელებს არ სძულთ რუსები, ისინი პროტესტებენ თავის ხელისუფლებას, რომელიც მათი, გადასახადის გადამხდელთა ფულს დამღუპველ ავანტიურებზე ანიავებს! მაგრამ პუტინის წინაშე მკვეთრი კაპიტულაცია ამჟამინდელ დებილ ამერიკელ და ევროპელ ლიდერებს ესირცხვილებათ, ამიტომ ახალი „X“ ვირუსი დაეხმარება დასავლეთს ომებიდან „სახის დაკარგვის“ გარეშე გამოვიდეს.

   ჯერ კიდევ არ გამოძიებულა საუკუნის დანაშაული სახელწოდებით პროექტი „COVID-19“, რომელმაც 21 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მისი შემქმნელები ასობით მილიარდით გაამდიდრა, და დასავლეთი უკვე წინასწარმეტყველებს (რადგან თავადვე შეიმუშავებს!) ახალი „X“ ვირუსის გაჩენას 100%-იანი სიკვდილიანობით. „X“ - იმიტომ, რომ თავადაც არ იციან რა ვირუსს მიიღებენ ექსპერიმენტის ბოლოს თავიანთ ბიოლაბორატორიებში (როგორც თბილისში ლუგარის ლაბორატორია), რომელთა მეშვეობითაც გაავრცელებენ. ანგლოსაქსების გათვლებით, ახალი პანდემია, რომელიც წინაზე ბევრად უარესი იქნება, აიძულებს მსოფლიოს დაივიწყოს სამხედრო კონფლიქტები და გაერთიანდეს ახალი გლობალური საფრთხის წინაშე, ამიტომ, ორი ომი არაპროგნოზირებადი შედეგებით, თავისთავად შეწყდება - არც რუსებსა და უკრაინელებდა არც ებრაელებს და არაბებომისთვის არ ეცხელებათ...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი"-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
სახელმწიფო უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის სააგენტოს დირექტორი

2024 წლის 19 იანვარი
საქართველო, თბილისი