პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ვის ემსახურება საქართველოს საკომუნიკაციო სტრატეგია?

   გასული წლის დეკემბერში საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა საქართველოს მთავრობის 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია“, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტია ბრძოლა დეზინფორმაციასდა ყალბ ამბებთან“. სტრატეგია ეფუძნება 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის კონცეფციას ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“. გვატყობინებენ, რომ სტრატეგიის მიზნები შეიმუშავეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, სამთავრობო უწყებების, ეროვნული უშიშროების საბჭოს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა აშშ-ის სახდეპის მიერ დაფინანსებული პროგრამის - სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

   მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპერტების დაწარმომადგენლების კონკრეტული პიროვნებების ცოდნა, რადგან საქართველოს მოსახლეობას იმთავითვე წარმოუდგენენ სტრატეგიას, როგორც ანტირუსულს, მიმართულს მარტო რუსულ ნარატივსა და დეზინფორმაციასთან“ ბრძოლისკენ, რის მაგალითადაც მოჰყავთ „მოსკოვის მიერ ტირაჟირებული ფეიკი, თითქოსდა დასავლეთი დაინტერესებული იყო საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი „მეორე ფრონტის“ გახსნით“.

ამრიგად, სტრატეგიის პროექტში გაწერილ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით დეზინფორმაცისა და ყალბ ამბებთან ბრძოლის“ ნაცვლად, გაგრძელდება მოსახლეობის მიზანმიმართული დეზინფორმაცია.

რატომ თამაშობენ სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამთავრობო საკომუნიკაცი ქვეგანყოფილებები ​​ოპოზიციისა და მათი დასავლელი კურატორების - ქართული ოცნების ხელისუფლების არაკეთილისმსურველთა მხარეს?

   რატომ ამტკიცებს საქართველოს მთავრობა სტრატეგიას - დოკუმენტს, რომელიც გამოყენებული იქნება ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ?

ხომ არ დადგა დრო, ქართულ საზოგადოებას „რუსული დეზინფორმაციის“ ერთი მაგალითი მაინც ვუჩვენოთ, კონკრეტულად დავასახელოთ „რუსული ნარატივის“ გამავრცელებლები? დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტიანი მეთოდი მისი ნამდვილი ფაქტებით უარყოფაა, მაგრამ რა არის უარსაყოფი, როცა ოფიციალური მოსკოვისგან მომავალი ერთი ფეიკიც არ დასახელებულა?!

   რაც შეეხება „მეორე ფრონტის“ გახსნას, განა მთელ საქართველოს არ მოუსმენია მსგავსი პირდაპირი და ირიბი მოწოდებები კიევის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებისგან, ამერიკელი დიპლომატებისგან და თავად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან?!

   რა თქმა უნდა, თუ სტრატეგია იქმნებოდა საქართველოში აშშ-ის მიერ დასპონსორებული კვლევის საფუძველზე ნატოსა და ევროკავშირის ოფისების მონაწილეობით, ის არ არის გათვლილი დასავლური დეზინფორმაციის გამოსავლენად, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა იძირება! მაგრამ რატომ არ აღნიშნავს საქართველოში არც ერთი მედიასაშუალება იმ საგულისხმო ფაქტს, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ითხოვს ევროსტრუქტურებისა და ქართული ოპოზიციის შეხმატკბილებული დუეტი?! რატომ მოხვდა ოლიგარქებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პირობების ჩამონათვალში და რატომ ნიშნავს ქართველებისთვის დეოლიგარქიზაცია დეივანიშვილიზაციას, ხოლო დეზინფორმაცია აუცილებლად რუსულია?!

   ვის ემსახურება საქართველოს საკომუნიკაციო სტრატეგია, თუ საერთაშორისო საზოგადოება არ არის ინფორმირებული, რომ ქართულ ოპოზიციას იმდენივე წევრი ჰყავს, რამდენიც ლიდერი, ანუ ეს არის უელექტორატო არასრულფასოვანი პოლიტიკოსების ჯგუფი? თვით სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩიც კი აღშფოთდება დავოსის ფორუმზე - რავინ საუბრობს ღარიბაშვილის კოლოსალური შედეგების შესახებ. რატომ?".

   საქართველოს მოსახლეობა კი ჯერ კიდევ არ არის ინფორმირებული, რომ ევროპარლამენტი დაიპყრეს ნაცისტებმა, რომლებსაც არა მარტო რუსები და უკრაინელები, არამედ საკუთარი ხალხებიც კი არ ებრალებათ - ოღონდ კი ჰიტლერისთვის რევანში აიღონ გარდაცვლილ სტალინზე! განა მოსახლეობის ასეთი დეზინფორმაცია არ ემუქრება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას?!

   მთელ მსოფლიოს, მათ შორის, ქართულ საზოგადოებას კვებავენ ფეიკით - აქაოდა, როგორც კი პუტინი უკრაინას დაასრულებს, ნატოს ქვეყნებს, ბალტიისპირეთდა საქართველოს მიადგება, ამიტომ რუსეთის გამარჯვება დაუშვებელიაო. სჯობს პუტინი დავამარცხოთ შორეულ საზღვრებზე და დავეხმაროთ უკრაინას, რადგან ის ბუფერია! განა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს მისწრაფება ევროკავშირში გაწევრებისკენ, რომელსაც დღეს მართავს ევროკომისიის თავმჯდომარე, გინეკოლოგის ყოფილი ასისტენტი და ზელენსკის უახლოესი მეგობარი სულელი ურსულა ფონ დერ ლიენი?!

   ეხლა კი - დასავლური დეზინფორმაციის ცინცხალი მაგალითი მას შემდეგ, რაც „ორბანი „ქართული ოცნების“ მეგობარია, რადგან პრორუსია“: საქართველო გახდა ჩინეთის სრულფორმატიანი – ეკონომიკური და პოლიტიკური – სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც, თავის მხრივ, არის აგრესორისა და ოკუპანტის – რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული პარტნიორი. და, მაშასადამე,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უღალატა ევროატლანტიკურ ინტეგრაციადა ატყუებს დასავლელ პარტნიორებს, რადგან „ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარია“. და ეს ფეიკი, რა უცნაურიც უნდა იყოს, მუშაობს! მუშაობს იმიტომ, რომ მოსახლეობის ყურადღება არ მიექცა იმ გარემოებას, რომ ამას გაჰყვირიან მხოლოდ ევროპარლამენტარები და ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ერთი მამა ჰყავს - მიშა სააკაშვილი! აშშ კი ამაზე კრინტს არ ძრავს, რადგან თავად ეძებს მიდგომებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

   რატომ უხელს ყველას თვალს მხოლოდ ვუჩიჩი დავოსის ფორუმზე, რომ საქართველოს მთავრობას ჩინური ინვესტიციების გარეშე მუშაობას ვერ შეძლებს, როგორც ვერ შეძლო სერბეთის მთავრობამ? ალბათ იმიტომ, რომ სამთავრობო სტრატეგიული კომუნიკაციების ქვედანაყოფებმა ქართულ საზოგადოებას არ აუხსნეს, რომ ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა დიდესიღბალი და დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ყველა ვერ ეღირსება! და რომ თუ ჩინეთმოისურვებშეასრულოს შუამავლის როლი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომლის ტერიტორიულ მთლიანობასაც აღიარებს, ეს მხოლოდ ფანტასტიკური წარმატება იქნება! სტრატეგიული კომუნიკაციების სამთავრობო ქვეგანყოფილებებმა უნდა განუმარტონ მოსახლეობას, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად უფრო ახლოებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას. მაგრამ ამას არ დაუშვებს რუსოფობიური „საქართველოს მთავრობის 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია“, რომელიც ორმაგ სტანდარტებზეა დაფუძნებული – აქაოდა, სიმართლეს მხოლოდ დასავლეთი ღაღადებს, ხოლო რაც რუსეთისგან მომდინარეობს, ყველაფერი ფეიკი და დეზინფორმაციაა!

ხოლო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ძვრები მოსალოდნელია მხოლოდ საქართველოში არჩევნების შემდეგ, ანუ 2025 წლიდან. ვფიქრობ, პირველ რიგში ამიერკავკასიის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი გაიხსნება, მანამდე კი ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისკენ „რუსულ ნარატივად“ შეფასდება და უაღრესად გაურთულებს „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნებში გამარჯვებას.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
სახელმწიფო უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის სააგენტოს დირექტორი.

2024 წლის 19 იანვარი
საქართველო, თბილისი