ფრაქციის თავმჯდომარე „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილია. ფრაქციის შემადგენლობაში კი დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატები ჯონდი ბაღათურია, პეტრე მამრაძე, კარლო კოპალიანი, თამაზ დიასამიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე შედიან.
ფრაქციას საკუთარი წარმომადგენელი სპიკერატშიც ეყოლება – ვიცე-სპიკერის პოსტზე „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურიაა წარდგენილი.
როგორც ფრაქციაში შემავალი დეპუტატები აცხადებენ, „ახალი გაერთიანება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური პასუხისმგებლობის თამასას მაქსიმალურად მაღლა აწევს და უმრავლესობასა და უმცირესობას მონოტონურ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემს“. ფრაქციის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ „ფრაქციის შექმნით პარლამენტში მესამე პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდა“.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით კი, „როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი, პარლამენტში ბევრად უფრო აქტიური იქნება“.
საქინფორმი