აქტუალური
საქსტატში არაკომერციული ორგანიზაციების სტატისტიკური გამოკვლევა მიმდინარეობს

saqstati9საქსტატის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიზნესსტატისტიკის სამმართველო ახორციელებს არაკომერციული ორგანიზაციების სტატისტიკურ გამოკვლევას 2010 წლის შედეგების საფუძველზე. გამოკვლევას ექვემდებარება არაკომერციული ორგანიზაციები – ფონდები, კავშირები, პოლიტიკური, რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაციები, აგრეთვე, სხვა მსგავსი დაწესებულებები, რომელთა საქმიანობაც არ არის ძირითადად მიმართული მოგების მიღებაზე.

აღნიშნული გამოკვლევის შედეგად საქსტატი 2011 წლის 15 ოქტომბრამდე გამოაქვეყნებს არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველ ეკონომიკურ მაჩვენებლებს სხვადასხვა ჭრილში. ესენია: შემოსავლები, ხარჯები, დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობა, საშუალო თვიური ხელფასი.

არაკომერციული ორგანიზაციების სტატისტიკური გამოკვლევა ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

 

საქინფორმი