სამართალი
ბოლნისში მანქანა ორ ძმას დაეჯახა: მოზარდები ადგილზევე დაიღუპნენ

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ბოლნისის რაიონში ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალახაურში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე არასრულწლოვან ძმებს დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მოზარდები ადგილზე გარდაიცვალნენ.

ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი დაშავდა.

მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.