საზოგადოება
როგორც საქინფორმს პარტიიდან აცნობეს, გიორგი ცანავა 57 წლის ასაკში დღეს, გამთენიისას, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის ინფარქტი გახდა.
„ბატონი გიორგი აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი მონაწილეობდა 7 ნოემბრისა და 26 მაისის საპროტესტო აქციებში, რომლის დროსაც საკუთარ თავზე გადაიტანა რეჟიმის რეპრესიები. 26 მაისის დარბევისას მას ფიზიკურად გაუსწორდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები. გიორგი ცანავა გახლდათ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომელიც თავის ვალდებულებად მიიჩნევდა, ებრძოლა სამშობლოს გადარჩენისათვის. პარტია „თავისუფალი საქართველო“ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს ამ ტრაგედიის გამო“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
საქინფორმის კოლექტივი თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
საქინფორმი