სამართალი
ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უხელმძღვანელებს

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. 2024 წლიდან ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უხელმძღვანელებს.

ახალი წლიდან ძალაში "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები შევიდა, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება კულტურისა და სპორტის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავიდა.

შესაბამისად, ჩამოყალიბდა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო.