პოლიტიკა
გახდება თუ არა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტი - არნო ხიდირბეგიშვილი

   საქართველოს ახლა შეუძლია დაიკავოს განზრახ ეფექტური პოზა და აირჩიოს რა უფრო სარფიანია მისთვის - რუსეთთან ვაჭრობა, თუ ევროპასთან უკეთეს პირობებზე შევაჭრბა, დღეიდან არა ევროკავშირსა და აშშ-ს, არამედ საქართველოს შეუძლია მოითხოვოს პირობების შესრულება“, - განაცხადა საახალწლო ინტერვიუში საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, რომლის აზრიც, თავისი სიახლითა და მიუკერძოებელი ანალიტიკური მიდგომით, ყოველთვის განსხვავდება მედია მასისგან „Made in Georgia“.

- ბატონო არნო, 30 დეკემბერს გამართლდა თქვენი ვარაუდი მილიარდერის, საქართველოს ექს-პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გარდაუვალი დაბრუნების შესახებ, აზეც საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წრეებში მხოლოდ მარჩიელობა შეეძლოთ. რა წინაპირობებმა მოგცათ პუბლიკაციებსა და სხვადასხვა პლატფორმაზე გამოსვლებში ზუსტი პროგნოზის გაკეთების საფუძველი (ინტერნეტში დავაზუსტე - ჯერ კიდევ გასული წლის მარტიდან), თუმცა ამის შესახებ საქართველოში არავინ ლაპარაკობდა? პირიქით, ოპოზიციურტელეკომპანიებდა მათმოდური ექსპერტებგანიხილავდნენ, თუ რამდენად სწრაფად შეიქნებოდა იძულებული ივანიშვილი, დაეტოვებინა საქართველო.

- ბიძინა ივანიშვილი სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა დამთხვევასა და თარიღს, ამიტომ ძნელი მისახვედრი როდი იყო, რომ ცვლილებების დაწყებას ახალ წელს დაამთხვევდა. ეს უკვე მოხდა 2015 წლის 23 დეკემბერს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ივანიშვილის რჩევითა და ამერიკის საელჩოს ფარული ზეწოლის ქვეშ, მოულოდნელად გადადგა. და მხოლოდ მაშინ, როცა დეკემბრის ბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ სასწრაფოდ გამართა რაიონული კონფერენციები და ივანიშვილისავე აშენებულ სასტუმროში „Paragraph Tbilisi“ ყრილობა დანიშნა, ამის შესახებ მაშინღა მიხვდნენ „საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წრეებში“, როგორც თქვენ უწოდეთ.

   რაც შეეხება ცვლილებებისა და „პოლიტიკაში დაბრუნების“ საჭიროებას, რომელიც ივანიშვილს არასოდეს დაუტოვებია - შესაძლოა არ გქონდეს პოლიტიკური სტატუსი, მაგრამ იყო პოლიტიკაში, მაგალითად, მედია მენეჯერებს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, მსხვილი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებს შეუძლიათ პოლიტიკაზე უშუალო გავლენის მოხდენა. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, მეტ-ნაკლებად, ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ პრეზიდენტი შევარდნაძის დროიდან არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ტრადიციული ქვეყანაა, სადაც პარტია ლიდერის გარეშე იგივეა, რაც ნაძვის ხეს კენწეროს გარეშე (რომლებსაც საახალწლოდ მთელ თბილისში ცალკე ყიდდნენ), ბიძინა ივანიშვილს პერიოდულად უწევს პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნება ოფიციალური სტატუსით. მიზანი - დაიცვას მის მიერვე დაარსებული პარტია შეცდომებისგან, გადახედოს საკადრო პოლიტიკას, დააკორექტიროს ხედვა საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე ამომრჩეველთან „კოჭლი“ კომუნიკაციის საკითხები, მით უმეტეს, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც 10 თვე დარჩა.

   - გთხოვთ, დააკომენტაროთ ივანიშვილის მესიჯები ყრილობაზე გამოსვლიდან მის მიერ პოლიტიკაში დაბრუნებისარასასიამოვნოგადაწყვეტილების მიზნების შესახებ, რომლებიც გარკვეულწილად განსხვავებულად ჟღერდა, მაგალითად: ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა... ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს... როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო... ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება... მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია.

   - ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, რათა ოპოზიციისთვის არ მიეცა ნიშნის მოგების საფუძველი, მაგრამ რაკიღა უფრო ვრცელი კომენტარი გინდათ, ინებეთ. მით უმეტეს, რომ დარბაზში მჯდომი „ქართული ოცნების“ ბევრი „სახისთვისაც“ კი გაუგებარი დარჩა ივანიშვილის მინიშნებები, რაც შესამჩნევი იყო მათი დაძაბული სახეებით...

საქმე ისაა, რომ მმართველი პარტიის ელიტაში ბევრს ეგონა, რომ ივანიშვილი დაბრუნდა, რათა არჩევნებიდან არჩევნებამდე მათი არაპროფესიული და უსახო ქმედებები საკუთარი ფულით კიდევ ერთხელ აენაზღაურებინა. ბიძინა ივანიშვილს ხელი არ შეუშლია მდიდრებისთვის ხელისუფლებაში სავარძლების დაკავებაში იმ იმედით, რომ მაძღარნი ნაკლებად ექვემდებარებიან კორუფციის საფრთხეს და სახელმწიფო ხელფასზე უარსაც კი იტყვიან, როგორც თავად მოიქცა პრემიერობის დროს. თუმცა, მილიონერები თავიანთ სამსახურებრივ მდგომარეობას განიხილავდნენ საკუთარი გამდიდრების „ქოლგად“, ხშირად ვერ უძლებდნენ ადამიანურ ცდუნებებს. ნებადართულობისგან თავბრუსხვევა ნიშნავს არა ხელისუფლების ძალას, არამედ მის სისუსტეს, რისი მაგალითიც არის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ პირველი მოსმენით მიღებული კანონის პარლამენტიდან გაწვევა, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ნეონაცისტების ჯგუფისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მესამეხარისხოვანი ჩინოვნიკის ზეწოლით.

ამ დროს კი „რუსოფილიის“ დაღით მონიშნული წესიერი ადამიანები, ანუ ისინი, ვინც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებასა და ტრადიციული ქართული მართლმადიდებლური ღირებულებების შენარჩუნებას ემხრობიან, ასევე, მათი ოჯახის წევრები, დისტანცირებული არიან სახელმწიფო სამსახურისგან, როგორც "არაკეთილსაიმედონი". ივანიშვილის სახით „ახალი სიმძიმის ცენტრის“ გაჩენამ, წესით, უნდა გაარღვიოს ეს აუღებელი კედელი.

რაც შეეხება გუნდში კონფლიქტების ხელოვნურად პროვოცირებას, შემოვიფარგლები მხოლოდ შენიშვნით, რომ გახარიას ღალატი, დიახ, ყველაზე სკანდალური იყო, მაგრამ არა ერთადერთი, რადგან მისი მხარდამჭერები მმართველი გუნდიდან არსად წასულან, უბრალოდ გაყუჩნდნენ, ორპირობა ხომ მათი მოგონილია! განვმარტავ. ახლახან ერთი მაღალი რანგის დიპლომატის ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში პროდუქციის ექსპორტით მდიდრდებიან, კრინტიც არ დაუძრავთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობაზე და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში მას ოკუპანტად მოიხსენიებენ. ეს ისე, მაგალითისთვის, ეხლა კი მთავარი: ჩემი ინფორმაციით, მმართველ პარტიაში ზოგიერთი ფარულად უჭერს მხარს ოპოზიციის სკანდალურ გეგმას, რომელსაც მე „მეგრულ საქმეს“ ვუწოდებ. არსი იმაში მდგომარეობს, რომ პროვოკატორებმა - უცხოელმა აგენტებმა, რომლებმაც ფიასკო განიცადეს, ქართველების აზერბაიჯანელებთან წაკიდების მცდელობისას, გადაწყვიტეს ე.წ. „მეგრული სეპარატიზმის" თემის რეანიმირება. ახლა იქმნება ახალი მეგრული ტანდემი მელია - გახარია - გვარამია, რომელსაც, სავარაუდოდ, თავისი პარტიითა და მატერიალური რესურსებით მილიონერი ბანკირი ხაზარაძე დაუჭერს მხარს. ეს ცნობილია არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ რუსეთშიც კი. საიდუმლო როდია, რომ სამეგრელოსა და თბილისში ბევრი ანტისამთავრობოდ განწყობილი მეგრელია - ახალაიების კლანისა და სააკაშვილის რეჟიმის მეგრული წარმოშობის სხვა დამნაშავეების მგზნებარე მხარდამჭერები. სწორედ ამას გულისხმობდა ივანიშვილი, როდესაც განაცხადა, რომ „პარტიას სჭირდება მისი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები“. ახლა მეტს არაფერს ვიტყვი.

   - თქვენ უკვე გააკეთეთ ძალიან სერიოზული განცხადება, მაგრამ ეს არცთუ იოლი ცალკე საუბრის თემაა და თანაც - არა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის... კეთილი, „ქართულ ოცნებასთანდაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რას მოუტანს საქართველოს ივანიშვილის დაბრუნება მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტზე?

- საგარეო პოლიტიკაში დასავლეთისთვის ეს ახალი „თავის ტკივილია“, რადგან საქართველოში მმართველი პარტიის პოლიტიკას ახლა აწარმოებს რუსეთში ნამუშევარი და დასავლეთის სანქციებით შევიწროებული მილიარდერი, რომლის განდევნაც და „დეივანიშვილიზაციაც“ სურდა. ახლა კი როლები შეიცვლება - ახლა ევროკავშირი შეეცდება სწრაფად „შეისრუტოს“ საქართველო, იმის შიშით, რომ ამ უკანასკნელმა არ დაალაგოს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და არ აღადგინოს მასთან დიპლომატიური ურთიერთობები. მაშასადამე, საქართველოს ახლა შეუძლია დაიკავოს განზრახ ეფექტური პოზა და აირჩიოს რა უფრო სარფიანია მისთვის - რუსეთთან ვაჭრობა, თუ ევროპასთან უკეთეს პირობებზე შევაჭრება, რადგან საქართველოს ახლა არჩევანი აქვს. არჩევანი გაჩნდა, ერთი მხრივ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მეორე მხრივ კი რუსეთის მიმართ ბოლო წლების პრაგმატული პოლიტიკის წყალობით. ივანიშვილს სწორედ რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე უარის თქმა ჰქონდა მხედველობაში, როცა საქართველოს ირგვლივ არსებული გამოწვევები და გეოპოლიტიკური ვითარება ახსენა, იგულისხმა რა უკრაინის ომი, „რომლის პირობებშიც ხელისუფლების, მმართველი პარტიის სახით, მცირე გადაცდომაც კი შეიძლება ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდეს“.

- დიდი მადლობა, რომ საახალწლო დღესასწაულებისას დრო დაგვითმეთ და ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის, ბატონო არნო!

- რამდენიმე სიტყვას დავამატებ ჩემგან, ახალ პროგნოზს, თუკი ინებებთ.

- რა თქმა უნდა!

- მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა არ არის საკმარისი ოფიციალური დონე ევროპის, რუსეთისა და შეერთებული შტატების პირველ პირებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, ამიტომ ივანიშვილი, ლოგიკურად, კვლავ უნდა გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილმა გამორიცხა პრემიერი ღარიბაშვილის შეცვლა, მისთვის ერთადერთ ვარიანტად პრეზიდენტობა რჩება, თუმცა შესაძლოა სიტუაცია არჩევნების მოახლოებისას შეიცვალოს. პრეზიდენტი მაინც პრეზიდენტია, რაოდენ შეზღუდულიც არ უნდა იყოს მისი ფუნქციები, ხოლო, კონსტიტუციის მიხედვით ის ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. 2018 წელს ივანიშვილი დაეხმარა სალომე ზურაბიშვილს წაგებული საპრეზიდენტო არჩევნების მოგებაში - მეორე ტურის წინ მისი პლაკატები ჩაანაცვლა თავისი ბანერებით. მით უმეტეს, ეს არ იქნება პრობლემა ივანიშვილისთვის ახლა, როცა ის საკუთარ კანდიდატურას დააყენებს. მით უმეტეს, რომ ამჯერად პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგიის 300 წევრი, რომელიც სანახევროდ პარლამენტის ახალარჩეული დეპუტატებისა და ამდენივე რეგიონული დელეგატისგან შედგება, არჩევნებში კი „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. სწორედ ამიტომ, ივანიშვილმა ყრილობაზე გამოსვლისას ტაქტიანად და სულ ორი სიტყვით ახსენა მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რითაც ხაზი გაუსვა პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი პატივისცემას.

ესაუბრა მაია ჯავახიშვილმა

2024 წლის 2 იანვარი
საქართველო, თბილისი