პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროპასთან, ისე ჩინეთთან

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროპასთან, ისე ჩინეთთან, რაც აჩენს შესაძლებლობას საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის წარმოებისთვის და მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ეს, რა თქმა უნდა, საინტერესოა ბევრისთვის, რომ ეს შესაძლებლობები გამოჩნდეს. მათ შორის, საინტერესოა ჩინეთისთვის, მაგრამ დღეს, საქართველო ახლებურად საინტერესო ხდება ჩინეთისთვის და დასავლეთისთვისაც. ე. შუა დერეფანი დღეს არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო არა მხოლოდ სატრანსპორტო დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპა-აზიას შორის. ჩვენ ვიცით, რა ხდება ჩრდილოეთის მიმართულებით და რამდენი შეფერხება-პრობლემაა ომიდან, სანქციებიდან გამომდინარე. ასევე, ჩვენ დავინახეთ, როგორ ვითარდება უახლესი მოვლენები იგივე ახლო აღმოსავლეთში, ხდება სუეცის არხით მიმავალი ძირითადი ნაკადების გადამისამართება. სატრანსპორტო მიმართულებით კოვიდის შემდეგ თითქოს, გამოსწორდა და აღდგა მიწოდების ჯაჭვები და სატრანსპორტო ნაკადები, თუმცა დავინახეთ, რომ ახალი გამოწვევები გაჩნდა მსოფლიოში. ასე რომ, საქართველო, როგორც ამ დერეფნის კრიტიკული, უმნიშვნელოვანესი ელემენტი და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, რომელიც ამ დერეფნის განვითარებას ახდენს, არის საინტერესო ჩინეთისთვისაც“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, წელს პირველად მოხდა, რომ ჩინეთმა თავის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე, „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ფორუმზე განაცხადა, რომ დაკავშირების კუთხით, მათთვის პირველი პრიორიტეტი არის შუა დერეფნის განვითარება, მაშინ, როდესაც ეს არასდროს არ ყოფილა მათ დღის წესრიგში.

აქამდე, არასდროს არ ყოფილა აქცენტი შუა დერეფანზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ შეთანხმებების მომზადება; გასულ კვირასაც გვყავდა დელეგაცია, სადაც ვიმუშავეთ უკვე შეთანხმების პროექტზე და მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ამ დერეფნის განვითარებაში ქვეყნების კონკრეტულ როლებს განსაზღვრავს. ეს, რა თქმა უნდა, მოიტანს კონკრეტულ შედეგებს კონკრეტული ინვესტიციების კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.