„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის სიტყვით გამოსვლიდან 2023 წლის 21 დეკემბერს „Свободная Грузия“-ს პრესცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდაზე „საქართველო - დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“.
„ძვირფასო მრგვალი მაგიდის მონაწილეებო, კოლეგებო!
დღეს ჩვენ ვესწრებით „Свободная Грузия“-ს აღორძინებას. ყველას ვულოცავ ამ ფაქტს და მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ტატო ლასხიშვილს, რომელმაც ნახევარი სიცოცხლე შეწირა თავისუფალ საქართველოს, იმისთვის, რომ თავისუფალი ადამიანების ასე თავისუფლად შეხვდნენ ერთმანეთს და საკუთარი აზრი გამოთქვან მრგვალ მაგიდაზე!
ნამდვილი ქართველივით სიტყვა სადღეგრძელოდან დავიწყე, ხოლო როგორც ნებისმიერი მოქალაქე - თავისი სამშობლოს პატრიოტი, განსხვავებით კოლაბორაციონისტის - მთელი რიგი ქვეყნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან აფილირებული უცხოელი აგენტისგან, რომლებიც საქართველოს მიიჩნევენ თავიანთ პროტექტორატად, ტერიტორიად და არა სახელმწიფოდ, მინდა ვთქვა, რომ მე ხელს მაძლევს ყველაფერი, რაც თავისუფალი საქართველოს კეთილდღეობას ხმარდება. და, მაშასადამე, არახელსაყრელია ყველაფერი, რაც საქართველოს რუსეთისგან აშორებს, ვინაიდან საქართველოს კეთილდღეობა და სუვერენიტეტი, დიდწილად, დამოკიდებულია რუსეთზე, ასევე მის კავკასიელ მეზობლებზე. და ეს სულაც არ არის აუხდენელი ფანტაზიები, რომლებსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში გვთავაზობს დასავლეთი - ვგულისხმობ ევროატლანტიკურ „სიკეთეს“ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების სახით. რა თქმა უნდა, საქართველო უკვე იყო თავისუფალი, აყვავებული და სუვერენული და ეს კარგად ახსოვს ჩემი თაობის ადამიანებს.
დიახ, მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა იყო. დღეს საქართველო უერთდება სხვა კავშირს - ევროპულს, რომელიც ებრძვის. ეს ვერაფრით წაადგება საქართველოს პატრიოტ მოქალაქეს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველო დღეს სუვერენული არ არის. მთავარი, რაც პუტინმა რუსეთზე „Единая Россия“-ს ყრილობაზე თქვა, სამართლიანია საქართველოსთვისაც - ის ან სუვერენული იქნება, ან საერთოდ ვერ იარსებებს! აი თვითკმარობაზე რა მოგახსენოთ - დიახ, რუსეთმა დაამტკიცა, რომ ის თვითკმარი ქვეყანაა, რაც ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა, საქართველო კი დამოკიდებულია რუსეთზე, აზერბაიჯანზე, მაგრამ - არა ევროკავშირზე, რომლის წევრობის კანდიდატის სტატუსიც, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აღიარებითაც კი, „საქართველოს რაიმე კონკრეტულ, ხელშესახებ, ფინანსურ სარგებელს არ აძლევს“. სამხედრო თვალსაზრისით, უსაფრთხოების კუთხით, ამას იძლევა ნატო, სადაც საქართველო არ მიიღეს, MAP-ის მიცემაზეც კი უარი უთხრეს.
მაშასადამე, მხოლოდ საკუთარი სუბიექტური ემოციებისა და პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევდივართ ევროკავშირში, რათა გავიზიაროთ ევროპის - ფაშიზმის, ინკვიზიციის, ანტისემიტიზმის, იუვენალური მართლმსაჯულების, ერთსქესიანთა ქორწინებისა და ლგბტ-თემის სამშობლოს „დემოკრატიული ღირებულებები“… და, ესე იგი, ჩვენ ვშორდებით მეზობლებს კავკასიაში, თუმცა რუსეთიცა და არც აზერბაიჯანიც ვერ ხედავენ რაიმე პრობლემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისკენ სწრაფვაში. მაგრამ ქართული მიწების დაბრუნება ყველაზე მთავარია, რაც უნდა აწუხებდეს ქართველებს და არა რუსებსა და აზერბაიჯანელებს, რომლებმაც უკვე დააბრუნეს თავიანთი ისტორიული მიწები! (რუსეთს ისედაც საკმარისი საზრუნავი აქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსოფობიის სუნით გაჟღენთილ არაკეთილგანწყობილ გამოვლინებებთანაც...)
ამრიგად, ჩემთვის არახელსაყრელია ყველაფერი, რაც თბილისს სოხუმს და ცხინვალს აშორებს, რაც თბილისს მოსკოვს აშორებს. არადა, დღეს საქართველო უფრო შორს არის რუსეთისგან, ვიდრე 11 წლის წინ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს, რადგან „ქართული ოცნების“ ახალი ხელისუფლების მოსვლისას რუსეთი ხედავდა ლიდერს - ბიძინა ივანიშვილს და იმედოვნებდა მკვეთრ შემობრუნებას სტრატეგიული პარტნიორობისა და უწინდელი მეგობრობის აღდგენისკენ (ძველი დრო წარსულს ჩაბარდა - გერმანელებს ჰყავდათ ჰიტლერი, ქართველებს - ბნედიანი მიშტლერი და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება გულში ბოღმა უნდა ვატაროთ!). მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი მომხდარა, სამაგიეროდ, ამ წლების განმავლობაში საქართველო დიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა არა ევრაზიულ, არამედ ევროპულ კავშირს. და ლიდერი, ვისთანაც მოსკოვს შეუძლია საუბარი, დღეს საქართველოში არ ჩანს.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ მთავრდება ის ნეიტრალიტეტი, რომელზეც თქვენი მონამორჩილი არათუ ლაპარაკობდა, არამედ ქადაგებდა 2000-2011 წლებში ყველა პუბლიკაციასა და გამოსვლაში და რომელსაც საქართველოს ხელისუფლება 2012 წლიდან დღემდე ემხრობოდა?! პრაგმატიზმი ხომ მეგობრობა კი არა, სწორედ ნეიტრალიტეტია, დიალოგის თავიდან აცილება კი ან უძლურთა, ან უგუნურთა ხვედრია, ანდა პოლიტიკური გათვლა, რომელიც გვაშორებს პრობლემის გადაწყვეტისგან. მაშ, ნუთუ აფხაზი ახალგაზრდობა უნდა ელოდოს, სანამ უფროსი თაობის ქართველოფობები სოხუმსა და ცხინვალში საიქიოს გაემგზავრებიან, რომ გაიხარონ?! ისინი ხომ მათი მამები არიან, მაშ, რატომ არ სურთ მოესწრონ თავიანთი შვილების სიხარულს, რომლებიც ისეირნებებ საკუთარ სამშობლოში - ბათუმიდან გაგრამდე, სოხუმიდან ბორჯომამდე, თბილისსა და ქუთაისში ქართველ და-ძმებთან ერთად?!
შეიძლება შემედაონ, რომ ქართველები, როგორც ჭეშმარიტი ევროპელები, ყველა კვერცხს ერთ კალათაში არ უნდა ინახავდნენ. კვერცხების თემა ბოლო დღეებში ძალიან პოპულარული გახდა პუტინის წყალობით. ვინძლო ზედმეტი არ მოგვივიდეს, რადგან სანამ კვერხებს კალათებში გადავანაწილებთ, ჩრდილოეთში გამავალი ფანჯარა შეიძლება ნელ-ნელა დაიხუროს. რუსეთმა გადამწყვეტი წერტილი გადალახა და ახლა ის უფრო ძლიერი და აყვავებული იქნება. და მაშინ მოგვიწევს რუსეთთან ურთიერთობა ზოგად საფუძვლებზე - როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას. რუსეთი საქართველოსგან ელოდა სიყვარულსა და ურთიერთგაგებას, მაგრამ ვერ მიიღო. ვიზები და ავიარეისები კი მხოლოდ ტექნიკური საკითხებია და არა "бедная свеча в в золотом Свети-Цховели“…
უკაცრავად და, როგორ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 14 დეკემბერს? არასუვერენულს, ტერიტორიულად არამთლიან საქართველოს - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე და თუ საქართველო ვერ აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესის ბოლო ეტაპზე გადასვლისას - როგორც გვპირდებიან, ეს მოხდება ერთ წელიწადში, მომავალი წლის დეკემბერში, თუ საქართველოს ევროკავშირში მიიღებენ ამ რეგიონების გარეშე, ეს იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი! თუმცა სოხუმში უფრთხიან ასეთ სცენარს, ვინაიდან ინტეგრაცია გამოიწვევს შერიგებას და შემდგომში - გაერთიანებას ერთ ფედერალურ სახელმწიფოდ“.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ:
გაზეთ „თავისუფალი საქართველოს“ მთავარი რედაქტორი ტატო ლასხიშვილი
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი
„NewsPress“-ის მთავარი რედაქტორი ალეკო ჩუბინიძე
„NewsDay“-ს მთავარი რედაქტორი ავთო ოთინაშვილი
ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე
ჟურნალისტი, პროდიუსერი ოთარ შაორშაძე
ექსპერტი ვასო კაპანაძე