პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: უძლურთა ხვედრი - საქართველოს გაწევრება ევროკავშირში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია

   „29 ნოემბერს სერგეი შამბას და ვახტანგ ყოლბაიასთან პოზიტიურ ვიდეოინტერვიუს თბილისთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საქინფორმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მოჰყვა თემურ გულიას და ასლან ბარციცის უარყოფითი კომენტარები მტრებთან“ მოლაპარაკებების მიუღებლობაზე რაიმე ფორმატში, რადგან „საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარება დიდ საფრთხეს წარმოადგენს - დაიწყება ინტეგრაციის პროცესები სახელმწიფო და რიგითი მოქალაქეების დონეზე“. ამავე სულისკვეთებით გაიჟღერა ინალ არძიბას 7 დეკემბრის განცხადებამ USAID-წინააღმდეგ სანქციების შესახებ „აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარების“ ხელშეწყობის გამო, რომელიც საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა აფხაზეთის პრობლემების შეახებ თავისი 10 დეკემბრის პუბლიკაციაში გააანალიზა. 11 დეკემბერს კი ასლან ბჟანიამ მოუწოდააფხაზური არმიის საკუთარი ძალებით შეიარაღებისდა აღჭურვისკენ და არა მუდამ რუსეთის უანგარო დახმარების იმედად ყოფნაზე“, რადგან „დასავლეთს სურს აფხაზეთის დედაქალაქითბილისში და არა სოხუმში ხილვა“.

   რას უკავშირდება ბოლო ხანს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შესამჩნევი გააქტიურება?“ - ვკითხეთ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს.

   ა..: ეს შიშით არის გამოწვეული, რადგან აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა ბევრს მისცემდა, აფხაზეთის ავტონომიის დედაქალაქი კვლავ თბილისში რომ ყოფილიყო, უბრალოდ, დღევანდელი რეჟიმის პირობებში ისინი უფრთხიან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. უბრალოდ უნდა შევადაროთ საქართველოს შემადგენლობაში მყოფი საბჭოთა აფხაზეთი დღევანდელს და ყველაფერი უთქმელადაც ნათელი გახდება. ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის აკრძალვა შეუძლებელია, გამყოფი ხაზი გამიჯნავს შერეულ ოჯახებს, ამიტომ აფხაზეთის რეინტეგრაცია გარდაუვალია, მაგრამ ამ შემთხვევაში „ქორები“ აღარ იქნება საჭირო, ისევე როგორც „თანამედროვე აფხაზური თვითმფრინავები, კრეისერები, რაკეტები და ტანკები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით”, რომელთა წარმოებას ბჟანია იმედოვნებს აფხაზეთში, რათა დაიცვას იგი შეერთებული შტატებისგან (?!). ზოგადად, ერთმანეთის თვალებში ჩახედვისას პირდაპირი საუბრისთვის თავის არიდება არა მხოლოდ ცუდი ტონი ან ცუდი სიზმარია, არამედ უძლურებაზე მიუთითებს. დიალოგისთვის თავირიდება უძლურთა ხვედრია!

სწორედ ასე გამოიყურება თბილისის უარი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეშლილი სააკაშვილის მიერ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. როგორც დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია ადექვატური არგუმენტები ბი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სრულფორმატიანი დარეგულირების წინააღმდეგ (აბა, რა არგუმენტია ეს - ჯერ რუსეთმა დაგვიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი?!), ასევე სოხუმს არ აქვს აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების ასაკრძალავად ადექვატური არგუმენტები. საინტერესოა, თუ ცოლი და ქმარი აფხაზი და ქართველია, ან პირიქით, ურთიერთობის უფლება აქვთ?! ან რა არგუმენტია ეს - „საქართველოსთან ნებისმიერი დიალოგი საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ქართველი ბიზნესმენები ჩამოვლენ, აქ ყველაფერს იყიდიან და ინტეგრაცია დაიწყება“?! რატომ არის რეინტეგრაცია აფხაზებსა და ქართველებს შორის ცუდი?! თუ არ ჩავლენ ქართველი ბიზნესმენები, ჩავლენ თურქები, რასაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დიდი ხანია ხელს უწყობს! რუსები კი არ ჩავლენ, რადგან აფხაზეთის ხელისუფლება მათ დაბრკოლებებს უქმნის, ხელს უშლის რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენასა და იქ ბიზნესის წამოწყებაში. აფხაზეთი საქართველოს გარეშე არ აინტერესებთ რუს ბიზნესმენებს, მით უფრო, რომ ისინი იქ თავს დაცულად არ გრძნობენ – არც სამართლებრივად და არც ფიზიკურად.

აფხაზეთი ჰგავს ენგურჰესს, რომლის ნაწილი მდებარეობს აფხაზეთის მხარეს, ნაწილი კი ქართულ მხარეს და მისი ექპლუატაციშესაძლებელია მხოლოდ ერთობლივად! ახალგაზრდა აფხაზებს თავის ქართველ და-ძმებთან მეგობრობა, საქართველოს შემოვლა სურთ, რადგან ეს მათი სამშობლოა! ამიტომაც ატეხეს განგაში არძინბამ, გულიამ, ბარციცმა და ბჟანიამ! რაც შეეხება პოლიტიკოსებს: პრემიერ-მინისტრი ანქვაბი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე შამბა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები არიან, რომლებიც დიალოგს ემხრობიან, ხოლო არძინბა, იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდაა, და ბჟანია, რომელმაც კარგად დაიწყო და ცუდად დაასრულა, ქართველოფობები არიან. მას შემდეგ, რაც ასლან ბჟანია აიძულეს გადაეწერა „აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია“ - გაეუქმებინა პუნქტი საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესახებ, ის თვინიერად დამორჩილდა წილხვედრს და ხელი ჩაიქნია რაიმეს გაუმჯობესების მცდელობებზე.

   ახლა დავასახელებ მეორე მიზეზსაც, რამაც სოხუმი შეაშფოთა - ეს იყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ნახეთ: ნატოს ქვეყნების უმეტესობა ევროკავშირის წევრია და პირიქით. ორივე კავშირის - ჩრდილოატლანტიკურისა და ევროპულის - წევრობა ერთ პაკეტად იქცა. ევროკავშირის ცხრა კანდიდატს შორისაც კი, ოთხი ქვეყანა - ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩერნოგორია და თურქეთი - ნატოს წევრები არიან, ხოლო ხუთი - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა - არა. აშშ-მა, რომელიც, როგორც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლი მოწმობს, მეთაურობს ნატოს, საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმაც (MAP) კი არ მისცა, ამ ხელშეკრულების მე-4, მე-5 და მე-6 მუხლების გათვალისწინებით. ალიანსის ერთ-ერთი წევრის ტერიტორიაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია, ამიტომ მთელი ალიანსი სამხედრო დახმარებას უწევს იმ წევრ ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხნენ. როგორ მივიღოთ ნატოში საქართველო, თუ ის თავის ტერიტორიად მიიჩნევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დიდი ხანია ოკუპირებულია რუსეთის მიერ?! ნატო არ არის ვალდებული აწარმოოს განმათავისუფლებელი ომები თავისი ახალი წევრების ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომლებსაც თავს დაესხნენ ალიანსში მიღებამდე დიდი ხნით ადრე!“, - თვლიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში. მით უმეტეს, რომ ბრძოლა არა ნიკარაგუასთან, ვენესუელასა ან ნაურუსთან, არამედ რუსეთთან მოუწევთ...

კითხვა: რომელ საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 14 დეკემბერს? პასუხი: არა სუვერენულ, ტერიტორიულად არა მთლიან საქართველოს - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, რომლებზეც დროებით არ ვრცელდება ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია.

კითხვა: რა მოხდება, თუ საქართველო არ აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მომენტამდე - ანუ, მომავალი წლის დეკემბრამდე (საფეხური, რომელზეც უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ 14 დეკემბერს და რომელზეც ყველა კანდიდატი იმყოფება საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას გარდა)? პასუხი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრება იქნება აფხაზეთისა დასამხრეთ ოსეთისრესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი. თუმცა სოხუმში, როგორც უკვე აღვნიშნე, ეშინიათ ასეთი სცენარის, რადგან ინტეგრაცია გამოიწვევს შერიგებას და მომავალში გაერთიანებას ერთ ფედერალურ სახელმწიფოში.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 18 დეკემბერი
საქართველო, თბილისი