პატივცემულო მკითხველებო! თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ მხოლოდ ფაქტებს როგორც ჩვენი ამასწინანდელი პროგნოზების მრავლისმთქმელ მტკიცებულებას. ფაქტების შეჯერება ხომ თავისი უტყუარობით მარტოოდენ ფოტოსურათებთან შეიძლება… მაშ ასე:
ფაქტი №1. ფრაგმენტი საქინფორმის მთავარი რედაქტორის – არნო ხიდირბეგიშვილის, მიერ ა.წ. 26 მაისის ღამეს დაწერილი და სააგენტოს მთავარ გვერდზე განთავსებული პუბლიკაციიდან „და წვიმა ყველა ნაკვალევს შლის...“: „აშშ-მ 2011 წლის მაისში მორიგ ჯერზე უგანა პრეზიდენტ სააკაშვილს ... რადგან ის თავისი უზომო ამბიციებითა და რუსეთთან მტრობით ამერიკისთვის მიუღებელი ხდება... ამიტომ ვაშინგტონმა სასწრაფოდ უნდა მოახდინოს მიშას დისკრედიტაცია, რათა საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს... ამისათვის სააკაშვილი ჯერ სომხად გამოაცხადეს, წუხელ კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, აიძულეს, დაეღვარა საკუთარი ხალხის ...
თუმცა მიშა იმიტომაცაა მიშა, რომ მოვლენებს მაინც „მტრისა და ოკუპანტის“ საწინააღმდეგოდ შემოატრიალებს: უახლოეს დღეებში რუსი ჯაშუშებისა და საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ მორიგ სერიას შემოგვთავაზებენ და მასობრივ დაპატიმრებებსაც განახორციელებენ“.
http://www.saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=5374:2011-05-26-13-50-28&catid=115:redakciisagan&Itemid=530.და აი, ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ – ა.წ. 7 ივლისის ღამეს – მასობრივი „ჯაშუშური“ დაპატიმრებები „ფოტოგრაფების საქმით“ დაიწყო, რომელიც, მერაბიშვილის თქმით, მათ „უფრო დიდ ჯაშუშურ ქსელზე გაიყვანს“ (შეგახსენებთ: რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენშტაბის – ГРУ-ს, სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ იქნენ ევროპის პრესფოტოსააგენტოს კორესპონდენტი ზურაბ ქურციკიძე, რომელიც დასავლეთის ფოტოსააგენტოების ფოტოკორესპონდენტად მუშაობდა; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე; საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე – გაზეთ „პრაიმ-თაიმის“ ფოტოგრაფი ნათია გედენიძე, რომელიც შემდგომში, სასამართლომდე თავდებით გაათავისუფლეს).
ასე რომ, უახლოეს მომავალში საქართველოში ახალ დაპატიმრებებს ელოდეთ და ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი პროგნოზები მორიგ ჯერზეც არ გამართლდეს!
ფაქტი №2. ფრაგმენტი საქინფორმის მთავარი რედაქტორის – არნო ხიდირბეგიშვილის, მიერ ა.წ. 10 ივნისს დაწერილი და იმავე დღეს სააგენტოს მთავარ გვერდზე განთავსებული პუბლიკაციიდან „ღია წერილი აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს“:
„აშშ-ის უახლოესი მიზანი კი, რომელმაც სპეცრაზმის მიერ მომიტინგეთა სადამსჯელო ოპერაციის ჩატარების პროვოცირება მოახდინა, სავარაუდოდ, ვაჭრობის საგნის შექმნა იყო, რომელიც შეიძლებოდა გაეცვალათ საქართველოს ხმაში რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მისაღებად! აშშ არ ითხოვს სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას იმის სანაცვლოდ, რომ საქართველო „ვე-ტე-ო“-ში რფ-ის მიღებას დათანხმდეს (როგორც ცნობილია, 2011 წლის 26 მაისამდე პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს „ხმაში“ რუსეთისთვის არარეალურ ფასს – რუსეთის ჯარების გაყვანას, ან, როგორც მინიმუმ, რუსეთის საზღვრებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს ითხოვდა).
http://www.saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=5632&catid=115&Itemid=530.
და აი, თვეზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ – ა.წ. 12 ივლისს – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვაშინგტონში რუსეთსა და საქართველოს შორის შვეიცარიის შუამავლობით რფ-ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას აღნიშნა: „თუ ჩვენ „ვე-ტე-ო“-ს წესებზე მოვახდენთ კონცენტრირებას და ამ წესების ფარგლებს არ გავცდებით პოლიტიკის მიმართულებით, მაშინ ეს, დიახაც, რომ შესაძლებელია“.
მომდევნო დღეს კი – ა.წ. 3 ივლისს – აშშ-ის პრეზინდეტ ბარაქ ობამასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ს. ლავროვის ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ, უკვე „თეთრმა სახლმა“ განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცე მხარდაჭერა რუსეთის ძალისხმევისთვის წლეულს მსო-ში გაწევრების პროცესის დასასრულებლად“. იმავე დღეს, თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის „ვე-ტე-ო“-ში გაწევრებას“.
ასე რომ, უახლოეს მომავალში ველოდოთ რუსეთის „ვე-ტე-ო“-ში გაწევრებას და ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი პროგნოზები მორიგ ჯერზეც გამართლდეს! მით უფრო, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ჯერ კიდევ ა.წ. 1 ივნისს იტალიაში გამართული მოლაპარაკებისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს „თავი დააყოლიებინა“ და თავისი პირობები შეცვალა „მინიმალური ფასად“ : „როგორც მინიმუმ, რომელიმე ნებისმიერი საერთაშორისო საჯარო ორგანიზაციის მოთხოვნით, არჩევანისამებრ, რათა მდინარე ფსოუსა და ცხინვალის რეგიონში როკის გვირაბთან საკონტროლო-გამშვები პუნქტების მონიტორინგი განახორციელოს“, რაც თავადვე დაადასტურა რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთვის“ ა.წ. 8 ივლისს მიცემულ ინტერვიუში.
„მერედა, რა შუაშია ნინო ბურჯანაძის „მარსელების თეორია“? – სამართლიანად იკითხავს მკითხველი. აი, ინებეთ:
ფაქტი №3. ფრაგმენტი პარტიის – „დემოკრატიული მოძრაობა – სამართლიანი საქართველოსათვის“ – ლიდერისა ნინო ბურჯანაძისა და საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის – არნო ხიდირბეგიშვილის, საუბრიდან „სააკაშვილი იდაყვებს დაიკბენს 26 მაისის სადამსჯელო ოპერაციის გამო!“ რომელიც სააგენტოს მთავარ გვერდზე ა.წ. 4 ივლისს გამოქვეყნდა:
„ა.ხ.: ქალბატონო ნინო, პუბლიკაციაში „და წვიმა ყველა ნაკვალევს შლის...“ ასევე, ა.წ. 10 ივნისს საქართველოში აშშ-ის ელჩ ჯონ ბასისადმი მიმართვის ღია წერილში, რომელიც საქინფორმის საიტზე გამოქვეყნდა, მომხდარის ჩემეულ ვერსიას განვიხილავ, რომელიც მდგომარეობს შემდგომში: „2011 წლის 26 მაისს აშშ-მა, ისევე, როგორც 2008 წლის 8 აგვისტოს, კიდევ ერთხელ უგანა სააკაშვილს, რომელიც მისი ამბიციების გამო აშშ-თვის ხელსაყრელი აღარ არის. ამისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილეზე სააკაშვილს საკუთარი ხალხის სისხლის დაღვრისკენ უბიძგეს, რითაც მის წინააღმდეგ „სასიკვდილო“ კომპრომატი შექმნეს. ამგვარად, აშშ-მა სააკაშვილთან ვაჭრობის საგანი იგდო ხელთ: მაგალითად, 26 მაისის სპეცოპერაციისთვის პასუხისგებაში მიუცემლობის დაპირების სანაცვლოდ, საქართველომ ხმა უნდა მისცეს ВТО-ში რუსეთის გაწევრებას, რაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის „გადატვირთვის“ მნიშვნელოვანი კომპონენტია“.
კითხვა: ქალბატონო ნინო, თქვენ გაუცნობიერებლად მოქმედებდით, როცა თქვენი მცირერიცხოვანი მომხრეების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდით და ვაშინგტონის ადმინისტრაციას ზემოხსნებული ტაქტიკური გეგმის განხორციელებაში ეხმარებოდით, თუ ბურჯანაძე რამდენიმე ათასი მომიტინგით სერიოზულად აპირებდა მის მიერვე მოყვანილი მოქმედი ხელისუფლების დამხობას?
ნ. ბ.: მე არასოდეს ვმოქმედებ გაუცნობიერებლად! პატარა ბავშვი არ ვარ, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი გახლავართ და გაუცნობიერებლად არ ვმოქმედებ!!! ხოლო ამგვარი ვაჭრობა, ისევე, როგორც მასზე საუბარი, უადგილოა და ამაზე არ ვილაპარაკებ. მიტინგის დარბევამდე 3 საათით ადრე საქართველოში აშშ-ის ელჩის ცნობილ განცხადებას რაც შეეხება, საუკეთესო შემთხვევაში, ეს დიდი შეცდომა იყო.
და საერთოდ, მოდი, ერთხელ და სამუდამოდ, თავი დავანებოთ შეთქმულების თეორიას – რუსეთის, აშშ-ის, ჩინეთის, მარსელების და ა. შ. მოდი, ერთხელ და სამუდამოდ, ქართველებმა ვისწავლოთ საკუთარი საქმის ჩვენივე ხელით კეთება!“
როგორც ხედავთ, პატივცემულო მკითხველებო, „მარსელები“ ზოგჯერ ქართველ პოლიტიკოსებზე მეტად „გამჭრიახნი“ არიან და მათი „შეთქმულების თეორიები“ შეთანხმებათა რეალურ ტექსტად გარდაიქმნება.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი