პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.

გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. მოუთმენლად ველოდებით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჩვენ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი გვაქვს, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.