პოლიტიკა
საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. „აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია არ შეიცავს ევროკავშირში გაწევრების მიზანს. ეს არის პრაგმატული მიდგომა, რადგან ჩვენ იქ არასდროს მიგვიღებენ და მიზეზები გასაგებია“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ყარაბაღი: შინ დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და სირთულეები“.
„ჩვენ ვცხოვრობთ რეალურ სამყაროში და არა ვირტუალურში. ანუ, თუ აზერბაიჯანს ევროკავშირში არ მიიღებენ, რისთვის ვაკაკუნოთ ამ კარზე და შევაწუხოთ სახლის მეპატრონეები?! ჩვენ ვიპოვეთ თანამშრომლობისა და კავშირების დამყარების გზები“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.